საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ელისაბედ II ფილმში გადაიღეს საკუთარი ნებით
georoyal.ge

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II -მ თავად გამოთქვა სურვილი ოლიმპიადის დაწყებისათვის გადაღებულ ფილმში ჯეიმს ბონდის „თანამეწყვილის“ როლში ყოფილიყო.

დამდგმელი რეჟისორის, დენი ბოილის განმარტებით, დედოფლის როლს იგი სთავაზობდა მსახიობ ჰელენ მირენს, რომელსაც მიღებული აქვს „ოსკარის“ პრემია ელისაბედ II-ის როლის  თამაშისათვის ფილმ „დედოფალში“. ნამდვილი დედოფლის ფილმში გადაღება ბოილს თავში არც მოსვლია. მას შემდეგ, რაც ამ მოკლე საეკრანო დადგმის იდეის ავტორებმა ბუკინგემის სასახლეში წარგზავნეს თავიანთი სცენარი დასამტკიცებლად, მოულოდნელად ელისაბედ II-მ განაცხადა, რომ თავად სურს საკუთარ როლში ყოფნა. 

სიუჟეტის მიხედვით ჯეიმს ბონდს იძახებენ აუდიენციაზე ბუკინგემის სასახლეში დედოფალთან. როდესაც ბონდი შედის, დედოფალი თავიდან ვერ ამჩნევს მას, რადგან მთელი ყურადღებით კითხულობს  მაგიდაზე დახვავებულ ქაღალდებს. ჯეიმს ბონდი მორიდებით ახველებს, ყურადღების მისაქცევად. დედოფალი მიუბრუნდება და ეტყვის: „საღამო მშვიდობისა, მისტერ ბონდ“.

შემდეგ ელისაბედ II და ჯეიმს ბონდი ვერტმფრენით მიემგზავრებიან ოლიმპიური სტადიონისკენ დედაქალაქის სტრატფორდის რაიონში. ისინი გადაუფრენენ ლონდონს. ქვემოდან მათ ესალმებიან გამვლელები, ლონდონის ტაქსი-კების მძღოლი და თვით ბრიტანეთის პრემიერ უინსტონ ჩერჩილის ბრინჯაოს ქანდაკება. ფილმის ბოლოს ვერტმფრენი დაეკიდება სტადიონის თავზე, რის შემდეგაც დედოფალი და ჯეიმს ბონდი პარაშუტებით „დესანტირდებიან“ ოლიმპიურ არენაზე. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq