საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გარდაიცვალა შვედეთის პრინცესა ლილიანი
georoyal.ge

სტოკჰოლმში, 97 წლის ასაკში  გარდაიცვალა შვედეთის პრინცესა ლილიანი.

ლილიან დევისი დაიბადა სუონსიში,  სიდიდით ვალიელთა მეორე ქალაქში 1915 წელს, რიგითი უელსელის ოჯახში. 16 წლის ასაკში ის გადავიდა ლონდონში. იყო „მოდელი“, ამშვენებდა ჟურნალ „Vogue“-ს გარეკანს.

მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა ქარხანაში და მოწყალების დად. თავისი მომავალი ქმარი - შვედეთის პრინცი ბერტილი მან გაიცნო 1943 წელს.

მაშინ ის იყო ინგლისელი მსახიობის - ივან კრეიგის მეუღლე. მაგრამ მას და ბერტილს მგზნებარედ შეუყვარდათ ერთმანეთი. მისი მრავალწლიანი რომანი პრინც ბერტილთან ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე უფრო რომანტიკულ  სასიყვარულო ისტორიად. შეყვარებულები დიდი ხნის მნანძილზე არ ამხელდნენ საკუთარ გრძნობებს.  საქმე ის გახლდათ, რომ არაკეთილშობილური წარმომავლობის ქმარგანაშორებ უცხოელ ქალზე ქორწინებით ბერტილს შეეძლო დაეკარგა უფლებები ტახტზე. მამამისმა, გუსტავ VI ადოლფმა  არ მისცა წყვილს კურთხევა ქორწინებაზე. მას ეშინოდა საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა  ბერნადოტების დინასტიის ბედი. შედეგად შეყვარებულებმა თავიანთი ურთიერთობის დაკანონება შეძლეს  მხოლოდ 30-ზე მეტი წლის შემდეგ - 1976 წელს.

პრინცესა ლილიანმა იმდენად მოხიბლა შვედები თავისი სიყვარულის ისტორიით, რომ   ბერტილის სიკვდილის შემდეგაც, 1997 წლიდან  სწორედ ლილიანი წარმოადგენდა შვედეთს ოფიციალურ ღონისძიებებზე.        

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq