საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

წლის ქორწილამდე შვედეთში სამი თვეღა დარჩა
georoyal.ge

შვედეთში მიმდინარეობს  მეფის უმცროსი ასულის,  მადლენის საქორწინო სამზადისი. მადლენი  თხოვდება 38 წლის ნიუ-იორკელ ფინანსისტზე - კრისტოფერ ო’ ნილზე. ქორწილი დანიშნულია 8 ივნისისათვის სტოკჰოლმში.

მადლენი კარლ გუსტავ XVI -ის უმცროსი შვილია, ტახტის დაკავების რიგში მეოთხეა.

წყვილმა ერთმანეთი გაიცნო ნიუ-იორკში რამდენიმე წლის წინ. დაიწინდნენ 2012 წლის ოქტომბერში.

როგორც ვარაუდობენ, ქორწილი უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე მადლენის უფროსი დის - ვიქტორიასი, რომელიც გათხოვდა თავის პირად ფიტნეს-მწვრთნელზე - დანიელ ვესტლინგზე 2010 წლის 19 ივნისს.

2010 წელს საზეიმო დღეებს  საერთო ჯამში მოხმარდა 32,5 მილიონი შვედური კრონი (4,9 მილიონი დოლარი). მათგან - თვით საქორწინო ცერემონიაზე - დაახლოებით 20 მილიონი კრონი, დანარჩენი - სტოკჰოლმის ტაძრის რესტავრაციისთვის, სადაც უნდა გამართულიყო ჯვრისწერა. ჯვრისწერასთან დაკავშირებით ჩატარდა ორკვირიანი ფესტივალი «Love Stockholm 2010», რომლის ორგანიზაციაზე  კიდევ 8 მილიონი შვედური კრონი დაიხარჯა.

თავად მადლენი ამჟამად მუშაობს მსოფლიოს ბავშვთა ფონდში და ზრუნავს თანამემამულეთა შორის კეთილგანწყობისა და სიმპათიის რეიტინგის მომატებისთვის.

მადლენის საქმროს დამთავრებული აქვს ბოსტონის უნივერსიტეტი და „Columbia Business School“-ი ნიუ-იორკში. გატაცებულია ტენისით, გოლფით, სამთოსათხილამურო სპორტით, მუსიკითა და ხელოვნებით;  არის საფეხბურთო კლუბ „Chealsea“-ს ფანატი. მისი მამა - კარგად ცნობილი ბანკირია ნიუ-იორკის საფინანსო წრეებში. დედა - ზალცბურგში მუსიკალური ფესტივალის, „ამადეუსის“ ორგანიზატორი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq