საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ელისაბედ II საავადმყოფოში მოათავსეს
georoyal.ge

3 მარტს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ლონდონის ედუარდ VII-ის სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს გასტროენტერიტის დიაგნოზით (gastēr (gastros) და enteron - "კუჭი" და "შიგნეულობა", კუჭ-ნაწლავების კატარი; კუჭისა და წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთება,  ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ღებინებით, ტკივილებით მუცლის არეში და ინტოქსიკაციით).

ექიმების თქმით, დედოფლის მდგომარეობა „სტაბილურია“, საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე დღეს გააჩერებენ, დიაგნოზის საბოლოო დადგენის მიზნით.

ამ ვითარების გამო დედოფალი, ალბათ, იძულებული იქნება გადადოს რამდენიმე ვიზიტი, მათ შორის უახლესი 19 მარტს, რომში უნდა ჰქონოდა.

მკითხველს გავახსენებთ, რომ დედოფალი 86 წლისაა, თუმცა არავითარი პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ აქვს.

 

                         

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq