საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ნიდერლანდში ორევროიანი მონეტა გამოდის, დედაშვილის - დედოფლისა და მომავალი მეფის გამოსახულებით
georoyal.ge

ნიდერლანდების მთავრობის განკარგულებით, ქვეყანა გამოუშვებს ორ ახალ ორ (2) ევროიან მონეტას, რომელზეც გამოსახული იქნებიან დედოფალი ბეატრიქსი და მისი უფროსი ვაჟი, ვილემ-ალექსანდერი. 

 დაგეგმილია ამგვარი მონეტის 20 000 000 ცალის დამოშვება. მონეტის გამოშვება თებერვლის თვეში იგეგმება.

 მონეტა საიუბილეოა. როგორც ცნობილია დედოფალ ბეატრიქსს 75 წელი შეუსრულდა 31 იანვარს. 

როგორც უკვე ვაუწყეთ მკითხველს, თავისი დაბადების დღემდე სამი დღით ადრე, 28 იანვარს ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა განაცხადა, რომ30 აპრილს გადადგება და ტახტს დაუთმობს თავის უფროს ვაჟს, ვილემ-ალექსანდერს.

 ალბათ, ბევრი ნიდერლანდელი და საერთოდ, კოლექციონერი ამ მონეტას ხელიდან არ გაუშვებს და თავის კოლექციას შემატებს...

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq