საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დანიის სამეფო ოჯახის ფრანგული წარმოშობის წევრების ინტერვიუ
georoyal.ge

გამოვიდა ჟურნალ „POINT DE VUE“-ეს ახალი ნომერი, რომელშიც გამოქვეყნებულია დანიის სამეფო ოჯახის წევრების, დედოფალ მარგარეტ  II-ის მეუღლის - პრინც-კონსორტ ჰენრიკისა და მისი რძლის, პრინცესა მარის საერთო ინტერვიუ.

ჰენრიკი და მარი წარმოშობით ფრანგები არიან. თუმცა, ისინი გახდნენ დანიის სამეფო ოჯახის წევრები, შეიყვარეს დანიელი ხალხი და ახლა დანია მათი სახელმწიფოა, სამშობლოა. ამასთან, არასდროს არ ივიწყებენ და დიდი სიყვარულით იხსენებენ საფრანგეთს.

პრინცმა ჰენრიკმა თქვა, მან და მარიმ კარგად იციან, რომ სამეფო ოჯახში შესულები არიან და ამიტომ ყოველვის მეორე პოზიციაზე უწევთ ყოფნა, თუმცა ეს არ ამცირებს მათ მოვალეობებს.

პრინცმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მისმა რძალმა ორიოდე წელიწადში მშვენივრად ისწავლა დანიური, რითიც დანიელი ხალხის პატივისცემა დაიმსახურა. იქვე იტქვა, რომ დანიური ენა საკმაოდ რთულია, რასაც თავად დანიელებიც აღიარებენ.

მონარქის ქმარმა ხაზი გაუსვა, რომ სამეფო ოჯახის წევრებსაც აქვთ პირადი ცხოვრება და  ადამიანური პრობლემები...

პრინცესა მარის თქმით, ის და მისი მეუღლე, დანიის დედოფლისა და პრინც ჰენრიკის მეორე ვაჟი - იოაჰიმი, ცდილობენ დანიურ კულტურასთან ერთად ფრანგული კულტურაც შეაყვარონ შვილებს.

პრინცმა ჰენრიკმა დაამატა, რომ მის ვაჟებსაც, ფრედერიკსა და იოაჰიმსაც სწორედ ასე ზრდიდნენ.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე; მოწამენი პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე (249-251)
წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე ქალაქ ათენში აღესრულნენ ქრისტესათვის. ისინი წარმართთა შორის ქადაგებდნენ სარწმუნოებას.
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (303)
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია ცხოვრობდნენ ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში და მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის IV ს-ის დასაწყისში.
gaq