საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

შვილის სასარგებლოდ მონარქის გადადგომას ბელგიაშიც ვარაუდობენ
georoyal.ge

შარშან ბელგიურ გაზეთ Le Soir-ში გამოჩნდა ცნობა, რომ 2013 წლის 21 ივლისს ბელგიის მეფე ალბერტ II თავისი ვაჟის სასარგებლოდ უნდა გადადგეს.

სასახლეს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ამ დღეებში ეს საკითხი ისევ აქტუალური გახდა, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2013 წლის 30 აპრილს გადადგება ნიდერლანდის დედოფალი ბეატრიქსი თავის ვაჟის, ვილემ ალექსანდერის სასარგებლოდ.

წელს ბელგიის მეფე აღნიშნავს თავისი გამეფების 20 წლის თავს. პრესაში ისევ გამოჩნდა კითხვები, გადადგება თუ არა მეფე და დაუთმობს თუ არა ტახტს ვაჟს.

ბელგიური პრესა აღნიშნავს, რომ მეფეს სუსტი ჯანმრთელობა აქვს და ის ადრეც გადადგებოდა, მაგრამ ამაში მას ხელი შეუშალა პოლიტიკურმა ვითარებამ.

ნიდერლანდის მსგავსად ბელგიაშიც არსებობს პრეცედენტი შვილისთვის ტახტის დათმობისა. 1951 წლის 16 ივლისს ტახტიდან გადადგა ლეოპოლდ III თავისი შვილის სასარგებლოდ, რომელიც ტახტზე ავიდა ბოდუენ I-ის სახელით.

მოქმედი მეფის პოპულარობა ბელგიაში საკმაოდ დიდია, თუმცა, მისი შვილიც პოპულარობით სარგებლობს, და ბელგიური პრესა თვლის, რომ პრინცი ფილიპე მზად არის მეფობისათვის.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი (+დაახლ. 850)
11 (24) ოქტომბერს აღინიშნება ღირსი თეოფანე აღმსარებლის, კანონმთქმელის, ნიკეის ეპისკოპოსის (+დაახლ. 850) ხსენების დღე.
წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი (I)
11 (24) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი (I) ხსენების დღე.
gaq