საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ესპანეთის მეფის ბიუჯეტი კვლავ შემცირდა
georoyal.ge

2013 წელს ესპანეთის სამეფო ოჯახის ბიუჯეტი შემცირდა 4%-ით და ახლა 7.9 მილიონ ევროს შეადგენს.

ესპანეთის მეფის ხუან კარლოსისა და მისი მემკვიდრის - ფილიპეს წლიური შემოსავალი არ შეცვლილა, იგივეა რაც იყო 2012 წელს. მეფე ხუან კარლოსი მიიღებს 292 752 ევროს, პრინცი ფილიპე - გაცილებით ნაკლებს - 146 376 ევროს. გარდა ამისა, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები მიიღებენ დამატებით საახალწლო თანხას 20 ათასისა და 10 ათასი ევროს შესაბამისად.

სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრების შემოსავალი 2013 წლისათვის  შემცირდება 55 ათასი ევროთი და მთლიანობაში შეადგენს 260 ათას ევროს. ამ თანხას გადაინაწილებენ დედოფალი სოფია, პრინცესა ლეტიცია და ინფანტები ელენა და ქრისტინა.

შემცირება შეეხება ავტოპარკსაც. მეფის ოჯახის განკარგულებაში დარჩება 45 ავტომობილი, ნაცვლად 72-სა.

როგორც ვხედავთ, ესპანეთის სამეფო ოჯახის ბიუჯეტი გაცილებით მცირეა (და კიდევ მცირდება), ვიდრე ბევრი ბიზნესმენის, ცნობილი მსახიობებისა და სპორტსმენების შემოსავალი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხაში შედის სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობების შესრულებისთვის აუცილებელი ხარჯები, სასახლეებისა და პერსონალის შენახვა და ა. შ.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq