საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ესპანეთის ხელბურთელთა ნაკრებმა პრინცი ფილიპეს იმედები გაამართლა
georoyal.ge

რამდენიმე დღის წინ პრინცი ფილიპე დაესწრო ხელბურთის მატჩს, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ  ესპანეთისა და ალჟირის ნაკრები გუნდები. პრინცს თან ახლდნენ მადრიდის მერი, ნაციონალური სპორტული კომიტეტის საბჭოს თავმჯდომარე, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები.

თამაში დასრულდა ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ 27-14.

პრინცი ფილიპე ხშირად ესწრება და გულშემატკივრობს ესპანური საკლუბო თუ ეროვნული გუნდების თამაშებს. მან პირველმა მიულოცა გამარჯვება თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც ის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ქომაგობდა. ხოლო პრინცის პატარა ქალიშვილებს,  იმ დღეებში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურები ეცვათ.

პრინცი ფილიპეს სპორტთან ურთიერთობა მარტო გულშემატკივრობით არ შემოიფარგლება, იგი  1992 წელს მონაწილეობდა  ბარსელონას საზაფხულო ოლიმპიადაზე. მან „სოლინგის“ კლასის შეჯიბრში დაიკავა მე-6 ადგილი.

აღსანიშნავია,  რომ ფილიპეს გარდა ესპანეთის სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სპორტს.

მეფე ხუან კარლოს I ახალგაზრდობაში თავად მონაწილეობდა

სპორტულ  შეჯიბრებებში. ის მონაწილეობას იღებდა მიუნხენის საზაფხულო ოლიმპიადაზე საიალქნე სპორტში. მაშინ, მომავალმა მეფემ და მისმა ორმა მეგობარმა ესპანეთის ნაკრებიდან დაიკავეს მეთხუთმეტე ადგილი სამკაციანი ნავების შეჯიბრშ

ი.

 

1988 წელს სეულის საზაფხულო ოლიმპიადაზე საიალქნე სპორტში მონაწილეობდა პრინც ფილიპეს და ინფანტა ქრისტინა. ის მეოცე    ადგილზე გავიდა ერთ-ერთ კლასში. სეულში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ესპანეთის ოლიმპიელებს  მედროშედ ინფანტა მიუძღვებოდა.

1960 წელს რომის ოლიმპიადაზე ესპანეთის დღევანდელი დედოფალი სოფია, ხუან კარლოსის მეუღლე, ეკიპაჟის სათადარიგო სპორტსმენი იყო.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი (+დაახლ. 850)
11 (24) ოქტომბერს აღინიშნება ღირსი თეოფანე აღმსარებლის, კანონმთქმელის, ნიკეის ეპისკოპოსის (+დაახლ. 850) ხსენების დღე.
წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი (I)
11 (24) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი (I) ხსენების დღე.
gaq