საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ფოტოსესია ბელგიაში - პრინცის ოჯახური იდილია
georoyal.ge
ოჯახური იდილია

ბელგიის ტახტის მემკვიდრე პრინცმა ფილიპემ, თავის ოჯახთან ერთად, პრესისა და მოსახლეობის მოთხოვნით საშობაოდ ფოტოსესია  მოაწყო. მსგავს ღონისძიებებს ხშირად აწყობენ ევროპის სამეფო ოჯახების წარმომადგენლები. მათი ფოტოები იბეჭდება გაზეთებში, მზადდება პლაკატები და ვრცელდება ინტერნეტით. ხალხი დიდი ინტერესით ეწაფება ამ ფოტოებს, ზოგი მომხიბლავი პრინცებისა და პრინცესების ფოტოების კოლექციონერია, ზოგი მონარქების ჩაცმულობით ინტერესდება, ზოგს კი  ფოტოებზე აღბეჭდილი მონარქთა იდეალური ოჯახური სიმყუდროვე იზიდავს. ხალხის ასეთი დაინტერესება სამეფო ოჯახებით ფინანსურად მომგებიანია  გამომცემლობებისათვის, დიზაინერებისათვის და ა. შ.

პრინც ფილიპეს  წელსაც არ დაურღვევია ტრადიცია და შედეგად გთავაზობთ მისი ოჯახის  ახალ ფოტოებს.

პრინცმა ფილიპემ ოჯახი გვიან, 40 წლის ასაკში შექმნა, ბევრი მას ბერბიჭად გადაგებას უწინასწარმეტყველებდა. საბედნიეროდ, პროგნოზები არ გამართლდა და დღეს პრინცს მშვენიერი, მოსიყვარულე ოჯახი ჰყავს.

პრინც ფილიპეს მეუღლე, პრინცესა მატილდა დიდგვაროვანი ოჯახიდანაა, მაგრამ არა მეფური ან მთავრული წარმოშობის. პრინცესას ტიტული მას ქორწინების შემდეგ მიანიჭეს, ისიც თითქმის თანამედროვე კონკიაა. ადრე  ბელგიელ მონარქებს  მხოლოდ  უცხოელი პრინცესები მოჰყავდათ ცოლად.

პრინც ფილიპესა და პრინცესა მატილდას ჰყავთ

ოთხი შვილი. ისინი არიან: პრინცესა ელისაბედ ტერეზა მარია ელენა, პრინცი გაბრიელ ბოდუენ კარლ მარია, პრინცი ემანუელ ლეოპოლდ გიომ ფრანსუა მარია და ნაბოლარა − პრინცესა ელეონორა ფაბიოლა ვიქტორია ანა მარია.

 

პრინცესა ელისაბედ ტერეზა მარია ელენა
პრინცი გაბრიელ ბოდუენ კარლ მარია
პრინცი ემანუელ ლეოპოლდ გიომ ფრანსუა მარია
პრინცესა ელეონორა ფაბიოლა ვიქტორია ანა მარია

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq