საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ელისაბედ II შობას ქვეშევრდომებს ტელეეკრანიდან მიულოცავს
News.ge

ელისაბედ II ცდილობს არ ჩამორჩეს ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეს. შობის დღესასწაულს თავის ქვეშევრდომებს იგი ტელეეკრანიდან მიულოცავს ჩანაწერით  სამგანზომილებიან ფორმატში. სწორედ 3D ფორმატში  იწერს ტელეარხი „BskyB“-ი დიდი ბრიტანეთის დედოფლის სიტყვას, რომელიც ეთერში გაჟღერდება 25 დეკემბერს. დედოფლის  მიმართვა ბუკინგემის სასახლიდან გადაიცემა აგრეთვე  „BBC“-ისა და „ITV“-ის არხებით. მაგრამ ტელევიზორებში ამ არხების არსებობა  არ იქნება საკმარისი ჩანაწერის ამ ახალი სახეობის მისაღებად - საამისოდ მაყურებელს სჭირდება სპეციალური ეკრანი და სათვალეები. როგორც გულახდილად აღიარეს ბუკინგემის სასახლეში, აუდიტორია იქნება საკმაოდ მცირე, თუმცა მათთვის, ვისაც არა აქვს 3D ფორმატში ყურების საშუალება, ჩანაწერი ჩვეულებრივი სატელევიზიო გადაცემის სახითაც იქნება მისაწვდომი.

„ჩვენ გვინდოდა შთამბეჭდავნი ვყოფილიყავით. ეს მიმართვა უნდა განსხვავდებოდეს წინა მიმართვებისაგან - წლევანდელი წელი ხომ გამორჩეულია  ბრიტანეთისათვის“ , -განმარტავენ ბუკინგემის სასახლის პრეს-სამსახურში.   

ელისაბედ II-ის გამოსვლას შეავსებს წლევანდელი წლის  ქვეყნის ცხოვრების ამსახველი მნიშვნელოვანი ეპიზოდები - დედოფლის მმართველობის 60 წლის ბრილიანტის იუბილის გარდა, რომელიც განსაკუთრებულად აღინიშნა ქვეყანაში, მთელი პლანეტისათვის დასამახსოვრებელი იყო ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომლის გახსნის ცერემონია ერთ-ერთი  ყველაზე სანახაობრივი გამოდგა ოლიმპიადების ისტორიაში.  

ელისაბედ  II გახდება სამეფო ოჯახის პირველი წევრი, ვინც გამოჩნდება ეკრანზე 3D ფორმატში. უფრო ადრე ამ ფორმატზე უარი თქვა პრინცმა უილიამმა. ჟურნალისტები სთავაზობდნენ  მისი ქორწილის ჩაწერას ქეით მიდლტონთან 2011 წლის 29 აპრილს ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში.

ელისაბედ II-ის ჰოლოგრაფიული პორტრეტი შეასრულა შუქის ინსტალაციის ბრიტანელმა ოსტატმა კრის ლევინმა.  

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq