საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დედოფლის სახელობის ტერიტორია
News.ge

სამშაბათს დედოფალი ელისაბედ II ტახტზე ასვლის შემდეგ პირველად დაესწრო მინისტრთა კაბინეტის სხდომას.

დედოფალი ელისაბედ II ესწრებოდა სხდომის მხოლოდ ნაწილს. ის მცირე ხნით ბრძანდებოდა პრემიერ კემერონის სავარძელში:   მარჯვნივ პრემიერის და მარცხნივ - საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგის გარემოცვაში.

დედოფალმა ჰეიგთან ერთად დატოვა სხდომა და გაემართა საგარეო საქმეთა სამინისტროსაკენ, სადაც მას ელოდა სიურპრიზი. დედოფალს ამცნეს, რომ მისი სახელი დაერქვა ანტარქტიკის ნაწილს.

ამიერიდან ბრიტანეთის ანტარქტიკული ტერიტორიის სამხრეთის რაიონი იწოდება დედოფალ ელისაბედის მიწად.

„ეს არის ჩვენი მხრიდან პატივის მიგება, რითაც სრულდება წელიწადი, რომელმაც ჩაიარა ბრილიანტის იუბილის ეგიდით. მე ამაყი ვარ, რომ შემიძლია ეს განვაცხადო დედოფლის ვიზიტის ჟამს საგარეო საქმეთა სამინისტროში“ - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა.

ბრიტანეთის ანტარქტიკული ტერიტორია, რომელიც მისი უდიდებულესობის მფლობელობაშია, სიდიდით რამდენიმეჯერ აღემატება გაერთიანებულ სამეფოს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq