საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

მარია რომანოვა ღვთისმსახურებაზე ტყობა-ერდის ტაძარში
georoyal.ge

ძველ ქრისტიანულ ტაძარ ტყობა-ერდიში, რომელიც ჯერ კიდევ IX საუკუნეში არის აგებული ინგუშეთის ჯეირახის რაიონში, უკანასკნელი 100 წლის მანძილზე პირველად შესრულდა ღვთისმსახურება. მას ესწრებოდა რომანოვთა საიმპერატორო სახლის მეთაური მარია ვლადიმერის ასული.

მის საპატივცემულოდ ვლადიკავკაზის და მახაჩკალის ეპარქიის მღვდელმსახურმა საბა გაგლოევმა  აღავლინა მოკლე  სავედრებელი პარაკლისი, სადაც ღმერთს თხოვნით მიმართა ინგუშეთის მშვიდობისათვის,  რუსეთისათვის და საიმპერატორო სახლისათვის.

„ჩემთვის დიდი პატივია უკანასკნელი ასწლეულის მანძილზე პირველ პარაკლისში მივიღო მონაწილეობა. შესანიშნავია - უძველესი ტაძარია, აქ შეიგრძნობა რაღაც პირველქმნილი სულიერება“, - თქვა მარია ვლადიმერის ასულმა.

ნიშანდობლივია, რომ ტყობა-ერდის ტაძარი, სადაც ლოცულობდა მარია ვლადიმერის ასული,  არის ქართველთა მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელების მადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, როგორც არქიტექტურულად, ასევე თავისი აგების ისტორიითაც. „ერდი“ ითარგმნება, როგორც ღმერთი, სული, წმინდა, ხოლო „ტყობა“ დაკავშირებულია წმინდა თომას სახელთან, ანუ „თომაწმინდა“.

ტაძრის მშენებლობას ადგილობრივი ტრადიცია თამარ მეფეს მიაწერს. იციან, რომ ის ააგეს ქრისტიანმა ქართველებმა, მათ ქვებიც კი საქართველოდან ჩამოიტანეს; ამის შემდეგ აქ დასახლდა ქართველი მეფე.

რეალურად კი ტაძარი გაცილებით ადრინდელი ხანისაა და IX საუკუნით თარიღდება. ტყობა-ერდის ტაძრიდან მომდინარეობს მნიშვნელოვანი ძველი ქართული წარწერები. მათში მოხსენიებულნი არიან საქართველოს საეკლესიო მოღვაწენი: ეპისკოპოსი გიორგი (X ს.), კათალიკოსი არსენ II (955-980) და პატრიარქი მელქისედეკ I (XI ს. I ნახ.). მელქისედეკ I წარწერაში „აღმოსავლეთის პატრიარქად” იწოდება. ეკლესიაშივეა მიგნებული  XI-XII საუკუნეების ქართული ფსალმუნი. 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი (+დაახლ. 850)
11 (24) ოქტომბერს აღინიშნება ღირსი თეოფანე აღმსარებლის, კანონმთქმელის, ნიკეის ეპისკოპოსის (+დაახლ. 850) ხსენების დღე.
წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი (I)
11 (24) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი (I) ხსენების დღე.
gaq