რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე სამეფო საგვარეულოს 12 წარმომადგენელი შეიკრიბა დუბაიში, ახალგახსნილ სასტუმრო კამპინსკის ზურმუხტის დარბაზში. მათ შორის იყო დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიც. როგორც ცნობილია, ევროპის ქვეყნებში, ძირითადად, ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახი ითვლება საქართველოს სამეფო ოჯახად. ეს ვითარება გრძელდება 1940-იანი წლებიდან, როდესაც რუსეთის ტახტის მემკვიდრემ, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვმა, ბავარიის პრინცის შეკითხვას უპასუხა და აღიარა მისი წინაპრების მიერ საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევას და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებას უწოდა „ვერაგობასთან ახლოს მდგომი ნაბიჯი“, აღიარა ბაგრატიონთა სამეფო ღირსება და ბაგრატიონთა დინასტიის უფროს ოჯახად სცნო ბაგრატიონ-მუხრანბატონთა ოჯახი. ვლადიმერ კირილეს ძის აღიარების შემდეგ ემიგრაციაში მყოფი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი გახდა ესპანეთისა და ბავარიის სამეფო ოჯახების სიძე (მანამდე, ის ემიგრაციაში მყოფი ქართველი მონარქისტების მიერ, როგორც ერეკლე მეორის ქალიშვილის შთამომავალი, არჩეული იყო საქართველოს ტახტის მემკვიდრედ). ხოლო ირაკლი ბაგრატიონის და, ლეონიდა ცოლად მოიყვანა თავად რუსეთის ტახტის მემკვიდრემ, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვმა. ამის შემდეგ ევროპაში საქართველოს სამეფო ოჯახად ითვლება ირაკლი ბაგრატიონის შთამომავალთა ოჯახი, რომელსაც დღეს მეთაურობს დავით ბაგრატიონ-მუხრ
 | რუსეთის ტახტის მემკვიდრე მარია რომანოვა | ანელი. თუმცა, სრული სურათი რომ წარმოვადგინოთ, და ვინმემ არაობიექტურობაში რომ არ დაგვდოს ბრალი, აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახი, რომელიც გახლავთ ერეკლე მეორის ვაჟის, მეფე გიორგი მეთორმეტის მამრობითი ხაზით შთამომავალი ოჯახი, ვლადიმერ კირილეს ძის გადაწყვეტილებას, ბაგრატიონ-მუხრანელთა უფროს ოჯახად აღიარების შესახებ, უკანონოდ აცხადებს და საკუთარ თავს თვლის სამეფო ოჯახად და არა ბაგრატიონ-მუხრანელებს. როგორც ვთქვით,, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი ესწრებოდა დუბაიში რამდენიმე დინასტიის წარმომადგენელთა შეკრებას. შეკრებაზე, მართალია, არც ერთი მოქმედი მონარქისტული ქვეყნის წარმომადგენელი არ ყოფილა, თუმცა, იქ მყოფები საკუთარი ქვეყნების მონარქთა შთამომავლები არიან. მათ შორის იყო რუსეთის ტახტის მემკვიდრე, მარია ვლადიმერის ასული რომანოვა (რომელიც მამიდად ეკუთვნის დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს), დინასტიების წარმომადგენლები ალბანეთიდან, პორტუგალიიდან, ლიბიიდან, ავღანეთიდან, რუანდიდან (ტიტულოვანი, დე იურე მეფე), ავსტრიიდან, ვენეციისა და პიემონტის პრინცი. დუბაიში შეკრებილებმა გადაწყვიტეს შექმნან საქველმოქმედო ფონდი - სამეფო კლუბი და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ ადამიანებს, „რათა შენარჩუნებული იქნას ღირსეული ტრადიციები". „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩვენთან, დუბაიში გამოცხადდა სამეფო კლუბის არსებობა, რომელიც უძველესი სამეფო დი
 | დოქტორი ნვერ მ. მხითარიანი | ნასტიების წარმომადგენლებმა მოაწყვეს“ - განაცხადა დოქტორმა ნვერ მ. მხითარიანმა, დუბაის კამპინსკის ზურმუხტის დარბაზის მფლობელმა (რომელიც ქალბატონ ელენა მხითარიანთან ერთად შეკრების მონაწილეთა სამახსოვრო ფოტოზეც არის წარმოდგენილი). დიდ იმედებს ამყარებს ამ შეკრებაზე მარია რომანოვა, რომელმაც, ადრე, სამწუხაროდ კანონიერად სცნო რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და ანექსია, თუმცა, აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ოკუპაციაზე მსგავსი რამ არ განუცხადებია. იმედია არც განაცხადებს ასეთ რამეს.მეტიც, სასურველი იქნება, რუსეთის ტახტის მემკვიდრემ. დედით ქართველმა და ისტორიის მცოდნემ, აფხაზეთი და ჩრდილო ქართლი (ცხინვალის რეგიონი), საჯაროდ აღიაროს ბაგრატიონთა ლეგიტიმურ ტერიტორიად. თავინათ შეხვედრას, დინასტიების წარმომადგენლებმა უწოდეს სამეფო კლუბი (Royal Clab), საქართველოს სამეფო (მონარსიტული) კლუბის მსგავსად. ალბათ, ასეთ სახელის დარქმევის ინიციატივა ეკუთვნის დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, რისთვისაც მადლობა მას, რადგან სახელწოდების პოპულარობა გაიზრდება, ვინაიდან დუბაიში შეკრებილი დინასტიების წარმომადგენლები, დარწმუნებული ვართ, ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებს. აქამდე, უცხოეთში ასეთი სახელწოებით მხოლოდ სასტუმროები ან რაიმე სხვა ბრენდები არსებობდა. ხოლო მონარქისტულ კლუბებს კი ასოციაციები, მოძრაობები ან სხვა სახელწოდება ჰქვია. საქა რთველოს სამეფო კლუბი მუშაობს კონსერვატიული და დემოკრატიული იდეების გავრცელებისა და დამკვიდრებისათვის საქართველოში, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისათვის და სახალხო, კონსტიტუციური, თანამედროვე, ჰორიზონტალური, საპარლამენტ მონარქიის დამკვიდრებისათვის ჩვენს სამშობლოში. საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე წყაროები: https://gulfnews.com/business/elite-club-why-the-worlds-rich-royals-convene-in-dubai-1.61479065 https://www.eyeofriyadh.com/news/details/emerald-palace-kempinski-dubai-hosts-spectacualar-royal-celebration
|