გეოგრაფი და დიდი ბრიტანეთის სპეციალისტი გია ჭანტურია დაიბადა 1958 წლის 23 მაისს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 54-ე საშუალო სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი, შემდეგ კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტთან არსებული გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1982 წლიდან მუშაობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში ჯერ მასწავლებლად, 1986 წლიდან სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო 2000 წლიდან დირექტორად. იყო IX და X კლასის მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური გეოგრაფიისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიის სახელმძღვანელოების ავტორი. გამოცემული აქვს წიგნები მსოფლიო მონარქიულ ქვეყნებზე და სამეფო ოჯახებზე. გია ჭანტურია დაფუძნებიდან იყო სამეფო (მონარქისტული) კლუბის წევრი. 2017 წელს აირჩიეს სამეფო კლუბის დამსახურებულ წევრად.
|