საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სახალხო მონარქიის იდეა არის ერთიანობის ფორმულა და პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მას მხოლოდ დააზიანებენ
გიორგი თევზაძე
სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი – გიორგი თევზაძე, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშის თავმჯდომარე

სახალხო მონარქისტული იდეოლოგია არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და მას ძალიან მოფრთხილება სჭირდება. სწორედ ამიტომ შევქმენით არა პარტია ან მოძრაობა, არამედ - კლუბი, სამეფო კლუბი, არასამთავრობო ორგანიზაცია, არაპოლიტიკური მოძრაობა.

პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტოკოსებს, რომლებიც სხვადასხვა პროცესებში არიან ჩართული და არიან ამა თუ იმ ელექტორატთან თუ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალებთან დაპირისპირებული, მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლიათ ამ საქმეში, რადგან, მათდამი დაპირისპირებული ან მათდამი უარყოფითად განწყობილი ელექტორატის ნაწილის გაღიზიანება შეუძლიათ გამოიწვიონ. ეს კი მიუღებელია მონარქისტული იდეისათვის გავრცელებისათვის.

სამეფო კლუბმა დაამუშავა ყველა საკითხი და თითქმის ყველა დეტალი, რაც ამ კონცეფციის განხორციელებს შემთხვევაში უნდა ამუშავდეს, ასე რომ, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო.

 

მხოლოდ სამეფო კლუბი არის შემძლე ამ დიდებული ეროვნული იდეის დამუშავებისა და ხალხისთვის განმარტებისა, რადგან პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს ხალხში აღარ აქვთ ნდობა და ამიტომ, მათი ჩართვა ამ საქმეში, სავარაუდოდ, მხოლოდ ზიანს მოუტანს სახალხო მონარქიის იდეას.

ამიტომ ვთხოვთ ყველას, ვინც მომხრეა ამ სახალხო კონსტიტუციური მონარქიის იდეის, დაგვიდგნენ გვერდში ჩვენ და ნუ მოინდომებენ სამეფო კლუბის დაპარალელებას ან

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ამ იდეით ქულების მოპოვებას.

სამეფო კლუბის იურიდიული კოლეგიის თავმჯდომარე, უფლებადამცველი

გიორგი თევზაძე

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq