საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

საქართველოს ელჩი რუმინეთში: "რუმინელმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე გააცილა რუმინეთის მეფე მიხაი I"
georoyal.ge
16 დეკემბერს დაკრძალეს რუმინეთის ყოფილი მეფე - მიხაი I, რომლის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე დღის წინ ვწერდით. მიხაი მეფის დაკრძალვას, თავის facebook გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რომელსაც ვთავაზობთ მკითხველს.

georoyal.ge

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი წერს:

The funeral of king Mihai I of Romania 
RIP

დღეს რუმინელმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე გააცილა რუმინეთის მეფე მიხაი I.

 საოცარი ატმოსფერო იყო. გუშინ და გუშინწინ. 24 საათის განმავლობაში არ წყდებოდა ხალხის ნაკადი, სამეფო სასახლეში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდებზე. დღესაც, ქუჩები სავსე იყო ხალხით. 

ერთმანეთს მეტად ორგანულად ერწყმოდა ევროპული სამოქალაქო წესრიგის კულტურა და აღმოსავლურ-ქრისტიანული რელიგიური რიტუალები. 

საქართველოდან დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, რაც ჩვენმა რუმინელმა ძმებმა ძალზე დააფასეს. 

სამძიმარი მიიღეს ტახტის მემკვიდრე პრინცესა მარგარეტამ, პრინცმა რადუმ და სამეფო ოჯახის სხვა წევრებმა და რუმინეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.

ღმერთმა აცხონოს მეფე მიხაის სული, თუნდაც იმ სიყვარულისთვის, რომელიც მან რუმინელი ხალხისგან დაიმსახურა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა (431)
22 სექტემბერს არის ხსენება მესამე მსოფლიო კრებისა. კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად. კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა.
წმიდა მოწამე სევერიანე (+320)
9 (22) სექტემბერი
gaq