საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

უელსის პრინცი 69 წლის გახდა
georoyal.ge
პრინცი ჩარლზი,რომელიც ასევე ცნობილია,როგორც უელსის პრინცი - ამ ტიტულს ატარებს ბრიტანეთის მონარქის უფროსი შვილი, ტახტის მემკვიდრე. იგი დაიბადა 1948 წლის 14 ნოემბერს ბაქინგემის სასახლეში, ჯერ კიდევ პრინცესა ელისაბედის და პრინც ფილიპეს ოჯახში. მიიღო უმაღლესი სამოქალაქო და სამხედრო განათლება. დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტის სამებას კოლეჯი - ანტროპოლოგიის,.არქეოლოგიისა და ისტორიის სპეციალობით. სწავლობდა უელსშიც, სადაც დაეუფლა უელსურ ენას.1981 წელს დაქორწინდა ლედი დაიანა სპენსერზე, ისინი 1996 წელს განქორწილდნენ. 2005 წელს პრინცი მეორედ დაქორწინდა. ამჯერად მის ძველ გულისწორზე - ქამილა პარქერ ბოულსზე. ამ ქორწინებით პრინცი ბედნიერია. პირველი ქორწინებიდან მას ორი ვაჟი ჰყავს, პრინცები: უილიამი და ჰარი. 
პრინცი ჩარლზი არა ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის სათავეშია. მისი ინტერესების სფერო ძალიან მრავალფეროვანია, განსაკუთრებით ეს ეხება განათლებას, არქიტექტურას, ეკოლოგიას, მებაღეობას, მხატვრობას. დედოფლის ასაკთან დაჯავშირებით სულ უფრო და უფრო იზრდება პრინცის საზოგადოებრივი საქმიანობა. იგი გვირგვინის ყველაზე  ხანგრძლივად მოლოდინე ტახტის მემკვიდრეა ქვეყნის ისტორიაში...

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq