|
სამეფო კლუბის საიტის georoyal.ge-ს მნახველთა რაოდენობამ 1 700 000 გადააჭარბა georoyal.ge
სამეფო კლუბის საიტს georoyal.ge-ს მნახველთა რაოდენობამ 1 700 000 გადააჭარბა (2017 წლის 13 ნოემბერი, წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (1227) ხსენების დღე, დაახლოებით 15:00 საათი). სამეფო კლუბის საიტი გაიხსნა 2012 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას. პრეზენტაცია გამართა იმავე წლის 14 ოქტომბერს, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში.
მნახველთა ათვლა მიმდინარეობს 2013 წლის გაზაფხულიდან.
მადლობა ყველას, ვინც დაარსა საიტი და მიიღო მონაწილეობა მის განვითარებაში, მადლობა ავტორებს, რომელთა წერილებიც არის გამოქვეყნებული საიტზე, მადლობა მკითხველებს და მხარდამჭერებს. მადლობა ეროვნული იდეოლოგიისა და სახალხო კონსტიტუციური საპარამენტო მონარქიის იდეის მომხრეებს.
სამეფო კლუბის სპიკერი და საიტ georoyal.ge-ს რედაქტორი გაიოზ მამალაძე
P. S.
სამეფო კლუბს www.facebook.com-ზე გახსნილი აქვს ორი გვერდი (ტექნიკური მიზეზების გამო პირდაპირ გადასვლა ლინკზე შეუძლებელია, უნდა მონიშნოთ, დაამახსოვრებინოთ და ისე მოძებნოთ ბრაუზერით):
https://www.facebook.com/samefosamefo/
და
https://www.facebook.com/საქართველოს-სამეფო-კლუბი-Royal-Club-Of-Georgia-160010284099433/
ასევე ჯგუფი:
მონარქისტული სამყაროს ამბები https://www.facebook.com/groups/336525706455108/?fref=ts |
|
|
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“.
30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
| 27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს. |
| | | |
|