,,საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „თქვენი უფლებებისათვის” აღნიშნავს, რომ 27 სექტემბერს სამოფო კლუბის საიტის georoyal.ge-ს გახსნიდან ხუთი წელი სრულდება. ამ ხუთი წლის მანძილზედ სამეფო კლუბის საიტმა ( georoyal.ge-ს) მნიშვნელოვანი საინფორმაციო როლი შეასრულა ფართო საზოგადოებისათვის. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის 1650 000-ზე მეტი მკითხველი დაინტერესდა. ანდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საიტს არავითარი რაიმე რეკლამა ან კომერციული დატვირთვის რგoლი არ აქვს და არც ვინმე სპონსორი. ეს ყველაფერი სამეფო კლუბის ხელმძღვანელისა და მასში გაერთიანებული თითეული წევრის უშუალო დამსახურებას წარმოადგენს. სამეფო კლუბში გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა დარგის მეცნიერები, ისტორიკოსები, იურისტები, ჟურნალისტები,სასულიერო პირები, ხელოვნების ღვაწლმოსილი ადამიანები და საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული იდეოლოგია და ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში თავისი წვლილის შეტანა, რაც სახალხო დიპლომატიის განვითარების ხელშეწყობით, სამეფო კლუბის კრედოა -ერთიანი ძლიერი საქართველო”. http://euronews.ge/გიორგი-თევზაძე-სამეფო-კლ/ |