საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გიორგი თევზაძე - „ეს იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, ეხმიანება სამეფო კლუბის სპიკერის გაიოზ მამალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც აღნიშნავს, რომ “ოკუპაციის შესახებ კანონის “შერბილება” გამორიცხულია! უნდა იგი უნდა გამკაცრდეს.

როგორც გია მამალაძემ მედიასთან აღნიშნა „ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ განსაკუთრებით გააქტიურა მოქმედება ოკუპაციის შესახებ კანონის გამარტივების, “შერბილების” მოთხოვნით, რაც, ჩვენი აზრით, ყოვლად მიუღებელია და არ არის ადექვატური ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან საქართველოსადმი განხორციელებული აგრესიის ფაქტებისა, ცხინვალისა და სოხუმის რეგიონების “სახელმწიფოებად” გამოცხადებისა, პერმანენტულად მეტი-და მეტი მიწების დაკავებისა, ე. წ. საზღვრის გადმოწევისა და ა. შ. და ოკუპანტებისადმი “რბილი” დამოკიდებულება გამორიცხულია! ოკუპაციის შესახებ კანონის “შერბილება” არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს, მეტიც, ჩვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, და ჩამოგვაშორებს მხარდამჭერებს, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!

ოკუპაციის შესახებ კანონის გამარტივება, “შერბილება” გამორიცხულია, სეპარატისტ-მარიონეტები კრძალავენ ქართულ ენას სკოლებში, ფაქტობრივად, აიძულებენ ქართულ მოსახლეობას მიატოვონ მშობლიური კუთხე და ა. შ. ფაშისტებისადმი “რბილი” დამოკიდებულება გამორიცხულია! პირიქით, უნდა გამკაცრდეს ოკუპაციის შესახებ კანონი! დიახ, ოკუპაციის შესახებ კანონი უნდა გამკაცრდეს – საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურების წარმოამდგე

გიორგი თევზაძე
ნელთა მიმართ, რონლებიც ვერ უზრუნველყოფენ ოკუპაციის შესახებ კანონის მოქმედებას, და ვერ ეწევიას თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას სახელმწიფოს ინტერეების შესაბამისად, ხან “შემოეპარებათ” კანონის დამრღვევი, ხან “სია არ აქვთ” მესაზღვრეებს კანონის დამრღვევებისა და ა. შ. გარდა ამისა, ყველა, ქართველი იქნება თუ უცხოელი, ვინც სოხუმისა და ცხინვალის ოლქებს უწოდებს სახელმწიფოს, თუნდაც, არაოფიცალურად, უნდა ჩაითვალოს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევად, სანქციები უნდა დაწესდეს და ეცნობოს მსოფლი ყველა სახელმწიფოს და უნდა მოვითხოვოთ მისი შესაბამისად დასჯა (თანამდებობის დატოვება, თუ ისეთი თანამდებობა უკავია, რომელიც პოლიტიკურია (ევროკავშირი, ევროსაბჭო თუ სხვა).

საქართველოს მოქმედ მთავრობას თუ სურს რაიმე მოლაპარაკება გამართოს ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელთან, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი ან ოკუპანტების მარიონეტი სეპარატისტების რომელიმე წარმომადგენელთან, უნდა გამოსცეს შესაბამისი დადგენილება, რომელიც იქნება ღია, რომელსაც გააცნობს საზოგადოებას და აგვიხსნის , თუ რატომ უნდა შემოუშვან საქაღთველოში რომელიმე პოლიტიკოსი, თუ ასეთი საჭიროება იქნება (რასაც კანონი ითვალისწინებს)… სხვა ვარიანტში მთავრობის მხრიდან ასეთ ქმედება, ან უმოქმედობა, უნდა ჩაითვალოს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევად და შესაბამისად პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ უნდა განხორციელდეს სანქციები. აღნიშნავს სამეფო კლუბის სახელით გაიოზ მამალაძე.

როგორც უფლებადამცველი გიორგი თ

ევზაძემ განაცხადა ის სრულიად იზიარებს სამეფო კლუბის სპიკერის პოზიციას, და აღნიშნავს, რომ თუ მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით შეიმჩნევა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეიმჩნევა ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, კერძოდ , ჯერ იყო და გადაარქვეს ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხებთან მომუშავე სახელმწიფო უწყებას სახელწოდება და უწოდეს, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტრო, რითაც თავისთავად ოკუპანტი რუსეთის სურვილი დააკმაყოფილეს, შემდეგ შეარბილეს კანონი ოკუპაციის შესახებ. კრემლის ეკონომიურ ბერკეტს „გაზპრომს „დაუკმაყოფილეს სტრატეგიული სურვილი და ხელი მოაწერეს მათ სასურველ ხელშეკრულებას, რომელიც ეხებოდა საქართველოდან სომხეთში რუსული გაზის გატარების ტარიფს …


 ამჟამად როგორც სომხეთის მხარე მედიაში აცხადებს მიმდინარეობს თურმე მოლაპარაკება საქართველოს მხარესთან , რათა საქართველომ გაუხსნას სატრანსპორტო მიმოსვლის სატრანზიტო გზა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიზე სამაჩაბლოს მიმართულებით სომხეთიდამ მომავალ ტრანსპორს რუსეთში გასასვლელად, რაც შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან თუ ასეთს ექნება ადგილი ( იმედი მაქვს რომ ასეთი რამ არ მოხდება) ეს იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რაც უფრო საზოგადოებისაგან და მომავალი თაობისაგან უფრო მძიმე შეფასებას დაიმსახურებს – აღნიშნავს გიორგი თევზაძე.

http://mediapress.ge/?p=3069

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელი
29 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელის (730) ხსენების დღეს.
gaq