საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ესპანეთში გარდაიცვალა პრინცი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი და ბავარიელი და ბურბონი
georoyal.ge
საქართველოს სამეფო კლუბი მწუხარებით იუწყება, რომ 2017 წლის 20 მარტს, ესპანეთში,  68 წლის ასაკში, გარდაიცვალა ბატონიშვილი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი და ბავარიელი და ბურბონი.

ბაგრატ ბაგრატიონ–მუხრანბატონიშვილი ბავარიელი და ბურბონი იყო ბატონიშვილ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონის და მისი მესამე მეუღლის, ესპანეთის მეფის, ალფონსო XIII დის, ინფანტა მარია ტერეზასა და ბავარიის სამეფო ოჯახის წარმომადგენლის, ფერდინანდ ბავარიელის (ვიტელსბახის) ასულის - მარია დე ლას მერსედეს დე ბავიერა ი დე ბურბონის ვაჟი.

ბაგრატ ბატონიშვილი დაიბადა 1949 წლის 12 იანვარს. ესპანეთში მისი სრული სახელი ასე გამოითქმის: მისი სამეფო უმაღლესობა, დონ ბაგრატ დე ბაგრატიონ დე ბურბონ ი დე ბავიერა, საქართველოს, ბავარიის და ესპანეთის პრინცი, მისი აღმატებულება ესპანეთის გრანდი.

 ბატონიშვილ ბაგრატს დარჩა ორი შვილი: იოანე (ხუან) და ინეს ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილები.

უნდა აღინიშნოს, რომ ბაგრატ ბატონიშვილი გარდაიცვალა მამის, ბატონიშვილი რაკლის დაბადების წინა დღეს. 21 მარტი  ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონის დაბადების დღეა.

სამეფო კლუბი უსამძიმრებს ბატონიშვილ იოანეს და მისი ოჯახის წევრებს ბაგრატ ბატონიშვილის გარდაცვალების გამო.




ბაგრატ ბაგრატიონის მამა, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი
ბაგრატ ბაგრატიონის დედა, მარია დე ლას მერსედეს დე ბავიერა ი დე ბურბონი
ბაგრატ ბაგრატიონის პაპა, გიორგი მუხრანბატონი
ბაგრატ ბაგრატიონის პაპა, ფერდინანდ ბავარიელი (ვიტელსბახი)
ბაგრატ დე ბაგრატიონი, ვაჟიშვილთან იოანესტან (ხუანთან), ბიძაშვილთან მეფე ხუან კარლოსთან და რომის პაპ იოანე პავლე მეორესთან
ბაგრატ ბაგრატიონი ვაჟთან, იოანესთან და რძალთან, ქრისტინესთან ერთად

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq