საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ლუქსემბურგში შედგა პრინც გიიომისა და სტეფანია დე ლანუას საქორწინო ცერემონია
georoyal.ge

ლუქსემბურგის პრინცის,  გიიომისა და გრაფინია სტეფანია დე ლანუას საქორწინო დღესასწაული  ორი დღის მანძილზე გრძელდებოდა ლუქსემბურგში.  ჯვრისწერის ცერემონია გაიმართა შაბათ დილას ლუქსემბურგის ღვთისმშობლის ტაძარში. მანამდე 30 წლის გიიომი უკანასკნელი უქორწინო მემკვიდრე პრინცი იყო ევროპაში.

გრაფინია სტეფანია დე ლანუა დაიბადა 1984 წელს აღმოსავლეთ ფლანდრიაში, უძველეს არისტოკრატულ ოჯახში. მან უმაღლესი განათლება მიიღო ლიოვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში. ახლად დაქორწინებულთ დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ. 2009 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს, ხოლო 2011 წელს დაინიშნენ.

სამეფო ქორწილმა მიიპყრო საინფორმაციო საშუალებათა და ტურისტების დიდი ყურადღება, რომლებიც ყიდულობდნენ სუვენირებს ნეფე-პატარძლის  გამოსახულებით და ამ დღესასწაულთან დაკავშირებით გამოშვებულ შამპანურსა და შოკოლადს.  ცერემონია საჰერცოგოს დაუჯდა დაახლოებით 350 ათასი ევრო.

როგორც ადგილობრივმა ბიზნესმენმა ფერნანდ კლიიმ აღნიშნა: „ქორწილი - ეს ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ვიმედოვნებ, რომ საქორწინო დღესასწაული ყველას დაანახებს, რომ ლუქსემბურგი არა მარტო თავისი ბანკებით არის ღირსშესანიშნავი  -  ეს არის უძველესი ნაგებობებით დამშვენებული, საუკეთესო საკვებითა და ზვრებით განთქმული  ულამაზესი ქვეყანა“.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq