2015 წლის 9 თებერვლიდან 12 მაისის ჩათვლით , წმ.გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემია აცხადებს კონკურსს ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომზე „საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“ . კონკურსი საქართველოს მასშტაბით, ორ ეტაპად , ოთხ საკონკურსო ჯგუფში ჩატარდება;
1. საჯარო და კერძო სკოლების მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები;
2. უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
3. უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების პედაგოგები და მეცნიერ-თანამშრომლები; 4. სხვა დაინტერესებული პირები.
კონკურსის პირველი ეტაპი
შესარჩევი ტური პირველი, მეორე, მესამე საკონკურსო ჯგუფებისათვის ჩატარდება სასწავლო, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებებში რეცენზიის მისაღებად.
დადებითად რეცენზირებული ნაშრომი წარედგინება აკადემიას ქვემოთ მითითებულ საკონთაქტო მისამართზე.
მეოთხე საკონკურსო ჯგუფი, ნაშრომს წარადგენს უშუალოდ აკადემიაში. თითოეულმა კონკურსანტმა ნაშრომი უნდა მოამზადოს ინდივიდუალურად და წერილობით წარადგინოს დამოწმებულ რეცენზიასთან ერთად ქართულ ენაზე, ქვემოთ მითითებულ საკონთაქტო მისამართზე. როგორც ელექტრონული ფოსტის ასევევ „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით . მოსწავლეებმა 8–10 –მდე გვერდი; სტუდენტებმა, პედაგოგებმა, მეცნიერ–თანამშრომლებმა და სხვა დაინტერესებულ პირებმა 12-15 –მდე გვერდი.
კონკურსის ჩატარების ვადები კონკურსის პირველი ეტაპი – შესარჩევი ტური ჩატარდება 2015 წლის 9 თებერვლიდან 12 მაისამდე .
კონკურსის მეორე ეტაპი – დასკვნითი ტური ჩატარდება 2015 წლის 12 მაისიდან 01 სექტემბრამდე.
სამეცნიერო კონფერენცია და გამარჯვებულთა დაჯილდოვება ჩატარდება 2015 წლის 24 სექტემბერს ქალაქ მარტვილში.
ნაშრომთა კრებული გამოიცემა 2015 წლის 24 სექტემბერს საკონტაქტო ინფორმაცია : ტელ: 577929901; 577171676 მისამართი წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემია მისამართი: თბილისი,0186, სანდრო ეულის ქუჩა N3; ელ. ფოსტა: Gchacademy@gmail.com |