საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ბორის III-ის მეფედ კურთხევის დღე
georoyal.ge

 3 ოქტომბერი ბულგარელთათვის სადღესასწაულო თარიღია - ამ დღეს, 1918 წლის 3 ოქტომბერს,  ბულგარეთის მეფედ ეკურთხა ბორის III (ბულგ. Борис III; დ. 30 იანვარი, 1894 — გ. 28 აგვისტო, 1943). ის იყო ბულგარეთის სამეფოს მეორე მეფე 1918-1943 წლებში, საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან. ჰქონდა გერმანიის ადმირალის წოდება (1916).

 სამეფო ტახტზე ავიდა 24 წლის, მას შემდეგ, რაცპირველ მსოფლიო ომში დამარცხდა გერმანიის მოკავშირე ბულგარეთი და გადადგა მამამისი ფერდინანდი. სამართავად ჩაიბარა ქაოსის ზღვარზე მყოფი ქვეყანა.

ნიშანდობლივია, რომ პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული ქვეყნებიდან მხოლოდ ბულგარეთმა შეინარჩუნა მონარქია.

1930 წელს დაქორწინდა ვიტორიო ემანუელე III-ის ქალიშვილზე, ჯოვანა სავოიელზე.

მადლიერი შთამომავლები  მეფე ბორისს  ბულგარული მიწების გამაერთიანებელს უწოდებენ - მან 1949 წელს გერმანიასა და რუმინეთთან  შეთანხმებით შემოუმტკიცა  სამშობლოს სამხრეთ დობრუჯა, ხოლო 1941 წელს - ისტორიული მაკედონიის ტერიტორიები, რომლებიც ბულგარეთს დაკარგული ჰქონდა 1919 წლის შეთანხმების თანახმად.

ბულგარელი ხალხი მადლიერია იმითაც, რომ მეფემ, ბუნებით პაციფისტმა,  მოსახლეობის  პრორუსული განწყობილების გათვალისწინებით,  არ გამოუცხადა ომი სსრკ-ს და არ გაუშვა თავისი მეომრები აღმოსავლეთში საბრძოლველად.

მოულოდნელად გარდაიცვალა 1943 წლის 28 აგვისტოს, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც დაბრუნდა აღმოსავლეთ პრუსიიდან, სადაც შეხვდა ადოლფ ჰიტლერს. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გახდა ინფარქტი, თუმცა ვრცელდებოდა ვერსიები მის შესაძლო მოწამვლაზე. ტახტის მემკვიდე გახდა მისი 6 წლის შვილი სიმეონ II.

მის ხსოვნას დიდ პატივს მიაგებენ ისრაელშიც - მეორე მსოფლიო ომის დროს მან გადაარჩინა 50 ათასი ბულგარელი ებრაელი, რომლებიც მობილიზებული ჰყავდა საზოგადოებრივ სამუშაოებზე.

მეფე გარდაიცვალა 1943 წელს. იგი დაკრძალულია რილის მონასტერში. მისი საფლავი მუდამ  სავსეა ცოცხალი ყვავილებით.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული (+დაახლ. 322) ხსენების დღე 09.05
ბასილი - ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი
25 აპრილს (8 მაისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ხსენების დღეს.
gaq