საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ბელგიის გადამდგარი მეფე ალბერტ II 82 წლის გახდა
ალბერტ II (ფრანგ. Albert Félix Humbert Théodore Christian Eugène Marie, ნიდერლ. Albert Felix Humbert Theodoor Christiaan Eugène Marie, გერმ. Albert Felix Humbert Theodor Christian Eugen Maria; დ. 6 ივნისი, 1934, ბრიუსელი, ბელგია) — ბელგიის მეფე 1993-2013 წლებში საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან. ლეოპოლდ III-ს ვაჟი. იქორწინა 1959 წლის 2 ივნისს პაოლა რუფო დი კალაბრიაზე.

ალბერტმა ბრიუგეში დაამთავრა სამხედრო - საზღვაო სასწავლებელი. აქვს გენერალ-ლენტენანტის და ბელგიის შეიარაღებული საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალის წოდება. 1958 წლიდან ბელგიის წითელი ჯვრის პრეზიდენტი იყო. .1962 წლიდან ბელგიის საგარეო ვაჭრობის ბიუროს საპატიო პრეზიდენტი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახლდათ 1958-1964 წლებში. იყო ბელგიის პარლამენტის სენატის წევრი.

1993 წელს, მისი უფროს ძმის ბოდუენ I-ის უძეოდ გარდაცვალების მერე ავიდა ბელგიის ტახტზე.

2013 წლის 20 ივლისს ბელგიის მეფე ალბერტ II-ემ  გამოსამშვიდობებლი სიტყვით მიმართა მოსახლეობას. ალბერტ II განაცხადა, რომ უარს ამბობს სამეფო ტახტზე საკუთარი შვილის, 53 წლის პრინც ფილიპის სასარგებლოდ. მონარქმა მიზეზად ასაკი დაასახელა. ეს იქნება პირველი პრეცენდენტი ბელგიის ისტორიაში, როცა მეფე თავისი ნებით დატოვებს სამეფო ტახტს.

მეფემ მადლობა გადაუხადა ქვეშევრდომებს 20 წლიანი მხარდაჭერისთვის. მონარქმა, ასევე, "პოლიტიკური ანდერძი" გამოაცხადა, სადაც გამოთქვა ქვეყნის მომავალი განვითარების მიზნები და სურვილები.

კერძოდ, ალბერტ II-ემ მოუწოდა ბელგიის, როგორც ფედერალური სახელმწიფოს, ერთიანობის შენარჩუნებისკენ, ევროპულ მშენებლობაში მონაწილეობისკენ, საერთოევროპული ღირებულებების განვითარებისკენ. ამასთან, მონარქმა სურვლი გამოთქვა, ყურადღება მიექცეს განვითარებად ქვეყნებს.

ბოლოს კი, მონარქმა სთხოვა ქვეშევრდომებს უერთგულონ მომავალ მეფეს ფილიპესა და დედოფალ მატილდას.




.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq