საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

რაც ვერ გაბედეს პოლიტიკოსებმა, გაბედა უფლისწულმა ჩარლზმა - ის პუტინს ღიად დაუპირისპირდა
თარგმნა თეიმურაზ თუმანიშვილმა

"ჩემო ძვირფასო რუსებო. წუხელ გამოცხადდა, რომ მე პუტინი ჰიტლერს შევადარე. თუ მე ჩემი კომენტარით თქვენ გაწყენინეთ, ღრმად ვწუხვარ ამაზე. ადოლფ ჰიტლერი ისტორიაში იყო ყველაზე საშინელი ურჩხული და მასთან პრეზიდენტ პუტინის შედარება შეუთავსებელი იყო. 


ის, რაც უნდა თქმულ იყო და რასაც ეხლა გეუბნებით ესაა -  ეს ბიჭი პუტინი ხანდახან ცოტათი მოჰიტლეროა. 

მოდით შედარებისათვის განვიხილოთ მისი მიდრეკილება ტერიტორიების მიტაცებაზე, რომლებიც მას არ ეკუთვნის, მათი მიერთება საკუთარ ქვეყანასთან და ასე შემდეგ... როგორ გგონიათ, ესეთ ნამოქმედარს შეიძლება უწოდოთ მოჰიტლერო ან არა მოჰიტლერო? 


თუ ჩემი მხრიდან შევხედავთ, ეს უფრო ისაა, რასაც ჰიტლერი გააკეთებდა, ვიდრე ჰიტლერი არ ჩაიდენდა, და აქედან გამომდინარე, დიახ, ეგეთი მოქმედება შეიძლება ჩავთვალოთ უფრო მოჰიტლეროდ. 


და, ასევე, რომ თემიდან არ გადაუხვიოთ, მოდით განვსაჯოთ ეს, ტანკების გამოყენების მანერა. მგონი მეტად მოჰიტლერო არის. 


და ისევ, გასაგებად ვიტყვი: მე არ ვუწოდებ პუტინს ჰიტლერს - უბრალოდ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ტანკების გამოყენება არ არის მოჰიტლერო, მაშასადამე, თქვენ ვერ ხართ გონიერებასთან კარგად.


ჩემი შენიშვნების გამო ზოგიერთმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა მირჩია, რომ ჩემს სიტყვებზე უარი მეთქვა, როგორც უელსის პრინცის და ტახტის მემკვიდრის თქმული სიტყვებისაგან. სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი გულის

ხმობენ, რომ მე სიტყვის თავისუფლების უფლება არ გამაჩნია. თუ არ ვცდები, ოდესღაც ოცდაათიან-ორმოციან წლებში ასევე იყო ბიჭი, რომელიც ადამინების დასჯას ცდილობდა იმისათვის, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ. მე რა თქმა უნდა არ მინდა დავასახელო ზოგიერთი, მაგრამ თუ ქუდი შენზე მორგებულია...


პატივისცემით თქვენი სამეფო უმაღლესობა პრინცი ჩარლზი."

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq