საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცი უილიამი BAFTAS-ის 67-ე დაჯილდოების ცერემონიალზე
ქეთევან ხათუნა დარასელია

16 თებერვალს ლონდონში, კოვენტ-გარდენის სამეფო თეატრში BAFTA (The British Academy of Film and Television Arts) ყოველწლიური დაჯილდობის ცერემონიალი გაიმართა.

კინომოყვარულებისთვის ეს ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა,როგორც "ოქროს გლობუსი",  რადგან მათ ხშირად "ოსკარის" გენერალურ რეპეტიციადაც კი მოიხსენიებენ.

16 თებერვლს გამართული ცერემონიალი იმითც იყო გამორჩეული და ღირსშესანიშნავი , რომ BAFTA Academy Fellowship Award (კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის) წელს ჰელენა მირენს უნდა გადასცემოდა.  

 

 2014 წლის 8 იანვრიდან დასახელებული არიან ნომინანტები და პრესის (ამავე დროს მთელი ბრიტანეთის) ყურადღება მიპყრობილი იყო სწორედ ჰელენ მირენისაკენ, რადგან როგორც დაანონსებული იყო, ამ საპატიო ჯილდოს მას ბრიტანეთის ტახტის მეორე მემკვიდრე, კემბრიჯის ჰერცოგი პრინცი უილიამი გადასცემდა.

 პრინცი უილიამი სცენაზე ჯერემი აირონსთან ერთად გამოჩნდა და როგორც მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა: "წელს ეს საპატიო ჯილდო განსაკუთრებულად ნიჭიერ ბრიტანელ მსახიობს გადაეცემა, რომელსაც ალბათ,უმჯობესი იქმება ბებო (Granny) დავუძახო". თავისთავად ცხადა, კემბრიჯის ჰერცოგმა ამითი ჰელენ მირენის მიერ შესრულებული დედოფალი ელისაბედ IIის როლზე მიანიშნა.

 თავის მხრივ, ლედი ჰელენ მირენმა ბრიტანული პრესისთვის გაკეთ

ებულ განცხადებაში აღნიშნა,რომ "სამეფო ოჯახი, ალბათ, ჩემი შექმნილი დედოფლის  სახით კმაყოფილია, რაც მე არ შეიძლება არ მახარებდეს "

 BAFTA-ს პირველი ცერემონია 1948 წელს გაიმართა,ხოლო  BAFTA Academy Fellowship Award 1971 წლიდან გაიცემა. პირველი ვინც გამორჩეული ღვაწლისთვის დააჯილდოვეს ალფრედ ჰიჩკოკი გახლდათ, ხოლო სხვადასხვა დროს ეს ჯილდო გადაეცათ ჩარლი ჩაპლინს, ლოურენს ოლივიეს. ჟაკ-ივ კუსტოს, ფედერიკო ფელინის, ინგმარ ბერგმანს,შონ კონერის  და  სხვა.

ჰელენ მირენი
ჰელენ მირენი დედოფლის როლში

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი (+დაახლ. 850)
11 (24) ოქტომბერს აღინიშნება ღირსი თეოფანე აღმსარებლის, კანონმთქმელის, ნიკეის ეპისკოპოსის (+დაახლ. 850) ხსენების დღე.
წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი (I)
11 (24) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი (I) ხსენების დღე.
gaq