საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გიორგი XII-ის კარაბადინის გადმოცემის ცერემონიალი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
georoyal.ge
13 თებერვალს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში მეფე გიორგი XII-ის კუთვნილი კარაბადინის ცენტრისთვის გადმოცემის ცერემონია გაიმართება.

საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის კუთვნილი კარაბადნი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალმა" კერძო მფლობელისგან შეიძინა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადმოსცა.

„კრისტალი" თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხშირად ახორციელებს მსგავსი ტიპის პროექტებს და თავისი მცირეოდენი წვლილი შეაქვს ქართული კულტურის განვითარებაში. ჩვენ ხელნაწერი კეძო მფლობელისგან შევიძინეთ და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადავცემთ. კარაბადინი მნიშვნლოვანი ხელნაწერია და ის ცენტრში უნდა ინახებოდეს.’’ - განაცხადა "კრისტალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამარ ზამთარაძემ.

კარაბადინი წარმოადგენს რეცეპტების კრებულს, რომელიც XVIII საუკუნით თარიღდება. კრებულს ახლავს მეფე გიორგი XII-ის წარწერა, რისი მეშვეობითაც ვიგებთ რომ ის მეფის საკუთრება იყო, რომელიც მან მონასტერს შესწირა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq