საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

რას ვერ იტანს დედოფალი ელისაბედი

თუკი ვინმე მოხვდება მიღებაზე დედოფალ ელისაბედთან, უნდა იცოდეს, რომ არ მოეფეროს მის საყვარელ ძაღლებს, არ მოიმარჯვოს ლექსიკონი კროსვორდის ამოხსნის დროს და სუფრასთან ბავშვი არ დასვას.

როგორც გაირკვა, არსებულა მთელი ჩამონათვალი იმ საგნებისა თუ ქმედებებისა, რასაც ვერ იტანს დედოფალი. ამ საკითხების გარკვევა სცადა ” Us Weekly”-ის კორესპონდენტმა და აი, რა დასკვნამდე მივიდა იგი:

 

კარტოფილი - ეს ბოსტნეული არასოდეს არ მოაქვთ სუფრასთან, როდესაც დედოფალი მარტო ტრაპეზობს;  

 

სუპი - დედოფალი აბსოლუტურად გულგრილი ბრძანდება ამ კერძის მიმართ;

 

ბავშვები სუფრასთან - დედოფლის სუფრასთან ადგილი არ მოიძებნება პატარებისთვის, რომელთაც ჯერ არ აუთვისებიათ კარგი მანერები;

 

კოსტუმი-სამეული - დედოფალი თვლის, რომ ”სამეული” მხოლოდ მოახლეებისთვის არის განკუთვნილი;

 

სიტყვა ”ფეხმძიმე” - დედოფლის თვალსაზრისით ეს ტერმინი მეტად ვულგარულია. მისი თანდასწრებით ლაპარაკობენ ქალზე, რომელიც ოჯახში ელის მატებას;

ძაღლების მოფერება -  როგორც ცნობილია,  ელისაბედი გიჟდება თავის ძაღლებზე და ვერ იტანს, თუ ვინმე ხელის გადასმით გადაწყვეტს მათ მოფერებას;

ლექსიკონები - ვისაც სურს დედოფლის მოთმინებიდან გამოყვანა, მისი თანდასწრებით უნდა დაიწყოს კროსვორდების ამოხსნა ლექსიკონების დახმარებით - ეს მას ”თაღლითობად” მიაჩნია;

”შორტები” - მამაკაცები ვერ ბედავენ სასახლეში ”შორტებით” გამოჩენას;

აშლილი მუსიკალური ინსტრუმენტები - მუსიკა, რომელსაც უკრავენ დედოფლისათვის, უნდა ჟღერდეს ჰარმონიულად;

ხანგრძლივი ქადაგებები - ეს საეკლესიო რიტუალი არ უნდა გრძელდებოდეს 12 წუთზე მეტ ხანს;

ყინულის კუბიკები - დედოფალს არ სიამოვნებს ხმა, რომელსაც ისინი გამოსცემენ, ამიტომაც მის ჭიქაში ჩაგდებულ ყინულის ნატეხებს მხოლოდ მრგვალი ფორმა აქვთ;

”ყალბი”  ”პეპელა”-ჰალსტუხები - ამბობენ, რომ დედოფალი 20 ნაბიჯის დაშორებიდან იგებს, როგორი ”პეპელა” უკეთია კაცს: ნამდვილი, რომელიც იკვრება, თუ - რეზინიანი, რომელსაც დედოფალი ვერ ჰგუობს.

აბა, რა უნდა ითქვას - დედოფალია და აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი პრინციპები და უცნაურობები!

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq