საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

როდის ვეღირსებით უფლისწულით გახარებას? (წერილი რედაქციას)
ნიკო გოგიტაშვილი

 

შორეულ ბრიტანეთში დაიბადა უფლისწული ჯორჯი. ბავშვის დაბადებას მთელი ცხრა თვე დარაჯობდნენ მთელ ქვეყანაში. მის სახელზე იქმნებოდა საქველმოქმედო ფონდები და ასოციაციები, იწერებოდა წიგნები და იღებოდა ფილმები, ეწყობოდა სათამაშოები და იხატებოდა თეფშები. მთელი ბრიტანეთი - დიდიან-პატარიანად ათენ-აღამებდა სამშობიაროსთან,  პაპარაცები დაბადებასაც არ აცდიდნენ - ისე ცდილობდნენ მის მოთავსებას საკუთარ ობიექტივში. დაიბადა და ერთი ოჯახის სიხარული მთელი უზარმაზარი სამეფოს სიხარულად იქცა - ერის სიმბოლო  ცეროდენა არსებაში განსახიერდა!

საკუთარი სამშობლოდან შორს - პირენეის ნახევარკუნძულზე დაიბადა ჯორჯის თანამოსახელე უფლისწული. ბავშვის დაბადება თითქმის არც შეუტყვიათ მის ქვეყანაში - მოვლენამ ჩაიარა უზეიმოდ და უხმაუროდ. არც იმ შორეულ ქვეყანაში და არც სამშობლოში არ აუტალახებიათ პაპარაცებს უფლისწულის საძინებლის კარები. ერთი ოჯახის სიხარული ლამის მრავალ თანამდებთა განხეთქილების ვაშლად იქცა. ხოლო მისმა მშობელმა ხალხმა ვერ გაითავისა - რომ მოევლინათ ერის სიმბოლო, რომელიც მომავალში გამოიყვანს მათ ქვეყანას დავიწყებისა და სამყაროსაგან ვერცნობის ბნელეთიდან!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq