საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

უფლისწულ გიორგის, ყველა პატარას, ყველა გიორგის, ყველა ქართველს ვულოცავთ გიორგობას
georoyal.ge
სამეფო საიტ georoyal.ge-ს რედაქცია და სამეფო კლუბი ულოცავს უფლისწულ გიორგის, მის მშობლებს - გაერთიანებულ სამეფო ოჯახს, ყველა პატარა ქართველს და მართლმადიდებელს, ყველა გიორგის, ყოველ ქართულ ოჯახს გიორგობის დღესასწაულს!


წმინდა გიორგი შეეწიოს ჩვენს ხალხს - რუსული იმპერიისაგან სრულ გათავისუფლებაში და ტერიტორიული მთალიანობის აღდგენაში!

სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ქართული ოჯახების აღორძინებაში!
ეროვნული იდეოლოგიის, ფასეულობების, კულტურისა და მართლმადიდებლობის დაცვაში!...
... საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერებაში!


წმინდა გიორგი

ხალხური

წმინდა გიორგი ცხენზე ზის,
 ქვეშ უქრის ნიავქარია,
 მხარზედა ჰკიდავნ მათრახი
 სამოცდა სამი მხარია.
 ვისაც დაუქნევს, დააჩნევს -
 ცხენზე დაკრული მწარია.
 შამაუარა საყმოთა,
 სულ შააგროვა ყმანია,
 უგულოს გული ჩაუდგა,
 წელზე შააბა ხმალია.

 წმიდა გიორგი 

ზვიად გამსახურდია

 წმიდაო გიორგი, დიდების მხედარო,
 ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი...
 შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
 იხსენ სამკვიდრო შენი – გეორგია,
 დიდების უფალი მართალთა მწედ არი.
 წმიდაო რაინდო, გველი არ დაინდო,
 მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!

ხალხური

ალავერდს წმინდა გიორგი,
&nbs

p;თელეთში მარიამია,
 ლომისას მთავარ-მოწამე,
 ფშავში ლაშარის ჯვარია...

ხალხური - ლოცვა წმინდა გიორგისადმი

წმიდაო გიორგი კაბადუკიისაო, 
წმიდაო გიორგი იერუსალიმისაო, 
წმიდაო გიორგი ბეთლემისაო, 
წმიდაო გიორგი გეთსამანიისაო, 
წმიდაო გიორგი ეგვიპტისაო, 
წმიდაო გიორგი რომისაო, 
წმიდაო გიორგი გალატიისაო, 
წმიდაო გიორგი თესალონიკისაო, 
წმიდაო გიორგი კილიკიისაო, 
წმიდაო გიორგი კესარიისაო, 
წმიდაო გიორგი კორინთისაო, 
წმიდაო გიორგი ოდიშისაო, 
წმიდაო გიორგი აფხაზეთისაო, 
წმიდაო გიორგი ჩხარისაო,
წმიდაო გიორგი ატოცისაო, 
წმიდაო გიორგი უძოსაო, 
წმიდაო გიორგი უსანეთისაო, 
წმიდაო გიორგი კავთისაო, 
წმიდაო გიორგი კორინთისაო, 
წმიდაო გიორგი გორისაო, 
წმიდაო გიორგი ცხინვალისაო, 
წმიდაო გიორგი მუხრანისაო, 
წმიდაო გიორგი დიღმისაო, 
წმიდაო გიორგი ქაშოეთისაო, 
წმიდაო გიორგი კალაუბნისაო, 
წმიდაო გიორგი თელეთისაო, 
წმიდაო გიორგი გორიჯვრისაო, 
წმიდაო გიორგი მარტყოფისაო, 
წმიდაო გიორგი ხაშმისაო, 
წმიდაო გიორგი ნინოწმიდისაო, 
წმიდაო გიორგი საგარეჯოსაო, 
წმიდაო გიორგი მანავისაო, 
წმიდაო გიორგი ფხოველისაო, 
წმიდაო გიორგი ზიარისაო,

 
წმიდაო გიორგი კონდოლისაო, 
წმიდაო გიორგი თელავისაო, 
წმიდაო გიორგი რუისპირისაო, 
წმიდაო გიორგი შილდისაო, 
წმიდაო გიორგი გრემისაო, 
წმიდაო გიორგი ყვარელისაო, 
წმიდაო გიორგი გავაზისაო, 
წმიდაო გიორგი ალავერდისაო, 
წმიდაო გიორგი გურჯაანისაო, 
წმიდაო გიორგი კარდანახისაო, 
წმიდაო გიორგი ქიზიყისაო, 
წმიდაო გიორგი მელაანისაო, 
ღვთაებაო, პირო ღვთისაო, სვეტო ცხოველო, კვართო საუფლოვ და ყოველნო წმიდაო, თქვენ მფარველ და მეოხ ეყვენით მონასა (მხევალსა) ამას თქვენსა სახელით (                  ).

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: პავლე და მისი დაჲ იულიანა, მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატონიკე
4 (17) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა: პავლესი და მისი დაჲ იულიანასი, მათთან ერთად კვადრატისი, აკაკისი და სტრატონიკესი (+273)
ღირსი გერასიმე (+475)
4 (17) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი გერასიმეს (+475) ხსენების დღეს.
gaq