საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დედოფალი შარლენი და ალბერ II ეროვნულ დღესასწაულზე მონაკოში
georoyal.ge

19 ნოემბერს მონაკოში აღინიშნება სახელმწიფოს ეროვნული დღესასწაული, როგორც მას კიდევ სხვანაირად უწოდებენ - მთავრის დღე. დილა იწყება სადღესასწაულო მესით მონეგასკურ ენაზე საკათედრო ტაძარში, ხოლო შემდეგ გრძელდება გვარდიელთა მსვლელობით. საზეიმო თავყრილობა მთავრდება ფანტასტიკური ფეიერვერკით.

ტრადიციულად დღესასწაულში მონაწილეობენ არა მარტო მთავარი, არამედ - მთელი მისი ოჯახი - დილიდან საღამომდე ისინი ჩაბმულნი არიან ოფიციალურ ღონისძიებებში.

ეს წელიც არ იყო გამონაკლისი - დედოფალი შარლენი მეუღელესთან, მთავარ ალბერთან და ნათესავებთან ერთად მონაწილეობდნენ ზეიმში.

უნდა აღინიშნოს, რომ თავიანთ ეროვნულ დღეს მონაკოში ადგილობრივი მცხოვრებნი აღნიშნავენ სახელმწიფო დროშისფერი ტანსაცმლით - წითელითა და თეთრით; თუმცა შარლენმა ამ მოვლენის აღსანიშნავად აირჩია მკაცრი და ელეგანტური სამოსი: ის ხალხში გამოჩნდა მუქ ლურჯ პალტოში და იმავე ფერის შლაპაში გამოწყობილი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq