პრინცი უილიამის სტატუსით გათვალისწინებულ მოვალეობებს შორის შედის არამარტო საერო ღონისძიებებზე და საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩებზე დასწრება. მას ზოგჯერ უხდება სრულიად განსაკუთრებულ როლში ყოფნაც. რამდენიმე დღის წინ ტახტის მემკვიდრე ესწრებოდა უცნობი ადამიანისათვის სიმსივნის ამოკვეთის ოპერაციას. ცხადია, სკალპელი მისთვის არავის მიუცია ხელში. საოპერაციოში ის იმყოფებოდა მხოლოდ და მხოლოდ როგორც დამკვირვებელი. უილიამი გახლავთ ” Royal Marsden Health Service ”-ის საქველმოქმედო ”Trust” ფონდის პრეზიდენტი და თავისი საქმიანობის ჩარჩოებში ევალება საშეფო კლინიკის მონახულება. |