საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

რატომ სურს რუსების თითქმის ერთ მესამედს მონარქია

როგორც საიტი ”svpressa.ru/” იტყობინება, რუსების თითქმის ერთ მესამედს სურს მონარქია.

ამის თაობაზე განაცხადა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ცენტრის ხელმძღვანელმა ვალერი ფეოდოროვმა. თუმცა რუსები ვერ ხედავენ ადამიანს, ვისაც შეეძლებოდა რუსეთის მონარქობა.

ქრისტიანი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი ვლადიმერ სემენკო მიიჩნევს:

”არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ადამიანები მონარქიისკენ ისწრაფვიან. არსებული ხელისუფლების მიმართ ადამიანებს დღითიდღე სულ უფრო მეტი პრეტენზიები უჩნდებათ. ხალხი (განსაკუთრებით მისი შეგნებული და განათლებული ნაწილი) ვერ ხედავს ალტერნატივას და ბუნებრივია, რომ ესწრაფვის ხელისუფლების იმ ფორმას, რომელიც უფრო ბუნებრივი და ორგანულია რუსეთისათვის იმპერიისა და სამეფოს დროიდან. მაგრამ, მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაზრისით, მონარქიის აღორძინება მეტად თუ ნაკლებად ეფუძნება ხალხის სულიერ აღორძინებას. თუ ვიგულისხმებთ, როგორ სულიერსა და ზნეობრივ მდგომარეობაში იმყოფება რუსეთის მცხოვრებთა უმეტესობა, მონარქიის აღორძინებაზე დღეს ლაპარაკი ზედმეტია.  მაგრამ ადრე თუ გვიან რუსეთში სერიოზულად მიგვიხდება მონარქიის მომავალზე დაფიქრება. თუმცა ეს ალბათ არცთუ ისე ახლო მომავლის თემაა. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ხალხის მორალურ-ზნეობრივი და სულიერი დონის ამაღლება. აქ კი, რა დასამალია და, გვაქვს პრობლემები.

ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ,  სისტემას აყალიბებს არა სამოქალაქო საზოგადოება, არამედ - ის, რასაც დელიკატურად უწოდებენ კორუფციას. ანუ, ხელისუფლების მთელი ვერტიკალი აგებულია ქრთამებზე და ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ასეთი დისკრედიტირებული  სამოხელეო აპარატის პირობებში, სადაც ხელისუფლების არცერთი შტოს მიმართ არ არსებობს ნდობა, ბუნებრივია, რომ ხალხი მიელტვის რაღაც ისეთს, რაც უფრო ავტორიტეტულად მიაჩნია - მორალურსა და სულიერ ავტორიტეტს.

გავიხსენოთ, რომ მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია ჯერ-ერთი მისი სინდისითა და მისი რწმენით, და მეორეც - ეკლესიით. როდესაც შეირყა რწმენა, დაეცა ჩვენი მონარქიაც. ამდენად, გასაგებია იმ დროზე ნოსტალგია, რომელიც საუკეთესო იყო სულიერ პლანშიც და მატერიალური აყვავების კუთხითაც.

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

20 მარტს ხსენება - წმიდა მღვდელმოწამეთა, ხერსონესის ეპისკოპოსებისა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ეთერიოსისა, ელპიდესი, აღათოდორესი (IV)
წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.
20 მარტს არის ხსენება ღირსი ემილიანესი
ღირსი ემილიანე რომაელი იყო. ის სიბერემდე ცოდვებში ცხოვრობდა. ბოლოს მონანული მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. ღირსი ემილიანე გამოირჩეოდა უდრტვინველი მორჩილებით და მკაცრი მარხულობით. ღამ-ღამობით საიდუმლოდ მიდიოდა შორიახლო მდებარე გამოქვაბულში და მხურვალედ ლოცულობდა.
gaq