საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პორტუგალიის მეფე ფერნანდუ I ლამაზი

1345 წლის  31 ოქტომბერს კოიმბრაში, მეფე პედრუ  I-სა და კონსტანცა კასტილიელის ოჯახში დაიბადა ფერნანდუ I ლამაზი (პორტ. Fernando I "o Formoso", . [fɨɾ'nɐ̃du]; – გ. 22 ოქტომბერი, 1383, ლისაბონი, პორტუგალია), ხშირად მოიხსენიება, როგორც ლამაზი (პორტუგ. o Formoso), იშვიათად, როგორც არამყარი (o Inconstante),

 იყო პორტუგალიისა და ალგარვის მეცხრე მეფე. 

ტახტზე ავიდა 1367 წელს. იყო ბურგუნდიული დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი.

ბურგუნდიული დინასტია გახლდათ პორტუგალიის გრაფების და შემდეგ სამეფო დინასტია. უფროსი ბურგუნდიული სახლის და, შესაბამისად კაპეტინგების დინასტიის შტო. დინასტიის წარმომადგენლები პორტუგალიას მართავდნენ 1093–1383 წწ.
დინასტიის დამაარსებელი იყო ენრიკე ბურგუნდიელი, პორტუგალიის პირველი გრაფი. მისი შვილი აფონსუ I დამპყრობელი გახდა პორტუგალიის პირველი მეფე.

1383 წელს, ფერნანდუ I გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ხელისუფლება გადაეცა გვერდითი შტოს ავისის დინასტიას, რომლის დამაარსებელიც გახდა ფერნანდუ I უკანონო ძმა ჟუან I, ავისის ორდენის მაგისტრი.

მეფე გარდაიცვალა 1383 წლის 22 ოქტომბერს, ლისაბონში.

მეფის დაკრძალვა მინიატურა მეთხუთმეტე საუკუნის დროის წიგნიდან

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq