პრინცი ჯორჯი უკვე გადაცდა ერთი თვის ასაკს და საიტები ერთმანეთს ასწრებენ, გამოაქვეყნონ ცნობები მის შესახებ. ერთ-ერთ მათგანზე (”spletnik.ru”) 10 ასეთი ფაქტია გამოვლენილი: 1. კირჩხიბი თუ ლომი? ამ კითხვას სვამს ბევრი საინფორმაციო საშუალება და ვინძორთა გულშემატკივარი (აგრეთვე ასტროლოგები) მთელ მსოფლიოში, მას შემდეგ, რაც ქეთრინმა ცოტა ”დააგვიანა”. ბავშვი დაიბადა 22 ივლისს 16:24-ზე ლონდონის დროით, როდესაც მზე ჯერ კიდევ იმყოფებოდა კირჩხიბის თანავარსკვლავედში. ცნობისათვის - პრინცი უილიამიცა და ბებიაც - პრინცესა დაიანა - ასევე ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი. ითვლება, რომ კირჩხიბი მგრძნობიარე და მოწყვლადია, ამავე დროს - კეთილშობილი და უანგარო. 2. მემკვიდრე პრინცმა თავიდანვე მიიღო ”ყველაზე მძიმეწონოსანი მემკვიდრის” სტატუსი თანამედროვე ისტორიაში – 3,8 კილოგრამი. მამამისი დაბადებისას იწონიდა 3,2 კილოგრამზე ცოტათი მეტს, ხოლო ბაბუა - 3,1 კილოგრამზე ცოტათი მეტს. 3. ტახტის მემკვიდრემ თავისი დაბადებით გადაჭრა იურიდიული პრობლემა, რომელიც დაისვა ბრიტანული მონარქიის წინაშე მის დაბადებამდე - წელს ხელი მოეწერა აქტს, სამეფო ტახტის მემკვიდრეობის შესახებ, რომლის თანახმადაც, თვით გოგონას დაბადების შემთხვევაშიც კი კემბრიჯის ჰერცოგთა პირველი შვილი ხდებოდა მესამე ტახტის რიგში, რასაც, მ
 | სადღესასწაულო სალუტი ტახტის მემკვიდრის დაბადებასთან დაკავშირებით | აგალითად, ეწინააღმდეგებოდნენ კანადელი იურისტები ამ ქვეყნის ერთ-ერთი პროვინციიდან, როგორც კონსტიტუციასთან შეუთავსებადს. 4. ახალ მემკვიდრე პრინცს დაარქვეს ჯორჯ ალექსანდერ ლუისი. პირველი სახელი უფლისწულმა მიიღო ელისაბედ II-ის მამის, მეფე ჯორჯ VI-ის საპატივცემულოდ, მესამე - ბიძის - ედინბურგის პრინც ფილიპის ბიძის, ინდოეთის უკანასკნელი ვიცე-მეფის, ლუის მაუნთბეტენის საპატივცემულოდ; მეორე სახელის თაობაზე კი დღემდე კამათობენ. ყველაზე გავრცელებული ვერსიით - ამ სახელით პატივს მიაგებენ დიდ ბებიას, ვისი სრული სახელიც არის ელისაბედ ალექსანდრა მარიამი. სხვათა შორის, პრინცს უკვე გაუჩნდა შინაურული მიმართვის ფორმაც - ჯორჯი. სწორედ ასე მოიხსენიებენ მას უილიამი, ჩარლზი და ოჯახის სხვა წევრები. 5. მემკვიდრის სრული ტიტულია ”მისი უმაღლესობა კემბრიჯის პრინცი ჯორჯი” (მომავალში - ჯორჯ VII). ტიტულის ”გეოგრაფიული” ნაწილი ბავშვს ერგო მამისაგან - კემბრიჯის ჰერცოგისაგან. 6. ჯორჯის დაბადება - მოქმედი ბრიტანეთის მონარქის მესამე რიგის მემკვიდრის დაბადების მეორე შემთხვევაა ბრიტანეთის ისტორიაში. პირველი შემმთხვევა დაღარიღებულია 1894 წლით, როდესაც დაიბადა მომავალი მეფე ედუარდ VIII, მაშინდელი დედოფლის, ვიქტორიას შვილთაშვილი. 7. მემკვიდრის დაბადებას თან ახლდა ტრადიციული სალუტი და ზარების რეკვა - ტაუერსა და გრინ-პარკში განლაგე
 | პრინცი ჟორჯის პირველი ოფიციალური ფოტო | ბული 103 ქვემეხიდან გაისმა 62 ზალპი, ხოლო ვესტმინსტერის სააბატოს ზარები განუწყვეტლივ რეკდნენ სამი საათის განმავლობაში. 8. ჯორჯის დაბადებას თან ახლდა ”პროტოკოლის” სულ სხვადასხვა ხასიათის რეგულარული დარღვევები: მშობიარობას ესწრებოდა პრინცი უილიამი, ახალდაბადებული ჩვილი პირველად იხილეს არა სამეფო სახლის წევრებმა, არამედ - მიდლტონებმა (ბებია კეროლი საერთოდაც პირველი იყო, ვინც კომენტარი მისცა პრესას). ამას გარდა, უილიამი თავად მიუჯდა საჭეს, რათა ქეთრინი და ჯორჯი მიეყვანა კენსინგტონის სასახლეში, ხოლო პირველი სამი კვირა ოჯახმა გაატარა მიდლტონების სახლში, ბერკშირში. ბოლო სიახლე იყო პრინცის პირველი ოფიციალური ფოტოები - ისინი ბაბუა მაიკლმა გადაიღო და გამოიწვია პრესის კრიტიკული შენიშვნები. 9. პრინცის დაბადებამ ბრიტანეთის ეკონომიკას უკვე მოუტანა მილიონობით ფუნტი სტერლინგი - ეს ჯერ მხოლოდ სუვენირებით და დაბადების სადღესასწაულო დღეებით. მთავარ შემოსავლებს აწი ვარაუდობენ - პრინცის ზრდის პარალელურად! მას ხომ ყველაზე პოპულარული ბავშვის სახელი აქვს მსოფლიოში - მის დაბადების დღეს ”ტვიტერში” ყოველ წუთში ჩნდებოდა 25 ათასზე მეტი ცნობა მის შესახებ. 10. ჯორჯს წინ ელოდება გადასვლა კენსინგტონის სასახლეში, სადაც მისთვის უკვე გამზადებულია ”აფრიკული” ოთახი და მსოფლიო ტურნე მისი მშობლების საყვარელ ადგილებში - ტურნე დაიწყება ახალ ზელა
 | ქეთრინის პირველი გამოჩენა პრინცის დაბადების შემდეგ - ბავშვის წარდგენა პრესის წინაშე | ნდიაში. |