1157 წლის 21 აგვისტოს გარდაიცვალა კასტილიის მეფე კასტილიის მეფე 1127-1157 წლებში, გალისიის მეფე 1112 წლიდან - ალფონსო VII (ესპ. Alfonso VII ), დედოფალ ურაკასა და რაიმონდ ბურგუნდიელის ვაჟი.
მომავალი მეფე დაიბადა 1105 წლის 1 მარტს. იქორწინა 1128 წელს ბერენჟერაზე, რაიმონდ ბერენდარია III ბარსელონის გრაფის ასულზე. ხოლო 1152 წელს რაშილდაზე, პოლონეთის მეფე ვლადისლავის ასულზე.
მამის გარდაცვალების შემდეგ ალფონსომ მხოლოდ გალისია მიიღო სამმართველოდ. მაგრამ დედასთან და მამინაცვალთან, ალფონსო I არაგონელთან, ცხარე ომის შედეგად იგი გახდა კასტილიის მეფეც. იგი ენერგიული, გონიერი, და სამართლიანი მმართველი იყო, კარგი მეომარი და ეკლესიის მფარველი. შემდგომ წლებში, განსაკუთრებით ალფონსო არაგონელის გარდაცვალების შემდეგ, მისი ძალაუფლება სულ იზრდებოდა. იგი პირველი ესპანელი მეფე იყო, ვინც ანდალუსიაში იბრძოდა. 1144 წელს კასტილიელებმა კორდოვა აიღეს. 1147 წელს ხანგძლივი ალყის შედეგად დაეცა ალმერია, მაგრამ შემდგომ წლებში ქრისტიანთა შეტევები გაჩერებულ იქნა. XII საუკუნის შუა წლებში ნახევარკუნძულზე მუსულმანური სამფლობელოები დაიპყრეს მეომარმა მავრებმა ალმოგადებმა. ისლამის ამ მცველებმა დაიწყეს საღვთო ომი და მთელ რიგ ბრძოლებში სასტიკად დაამარცხეს კასტილიელები. ალფონსო ცოცხალი იყო, როდესაც მავრებმა აიღეს ალმერია, და მან ვერაფერი იღონა ქალაქის გასათავისუფლებლად. ალფონსოს ანდერძმა კიდევ უფრო დაასუსტა ქრისტიანები. სიკვდილის წინ მან შვილებს გაუყო სამეფო, კასტილია სანჩო III-ს მისცა. ხოლო ლეონი ფერდინანდ II-ს. |