საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ინტერნეტში გამოჩნდა პრინც ჯორჯის ახალი ფოტო!

ჩვენი საიტი უკვე იუწყებოდა ქეით  მიდლტონის განცხადების თაობაზე,  რომ  ბავშვის პირველ სურათებს, რომლებიც გამოქვეყნდებოდა დამდეგ კვირას,  გადაიღებდა არა პროფესიონალი ფოტოგრაფი, არამედ - თვითონ:

”თავის დროზე ქეითი გატაცებული იყო ფოტოგრაფიით და იღებდა სურათებს მშობლების საიტისათვის. ასე რომ,  ის კარგად არის დაუფლებული  ფოტოგადაღების ტექნიკას. ამავე დროს, ჰერცოგინიას განმარტებით, ასეთი ფოტოები გამოვა უფრო ბუნებრივი, რადგან პატარა ჯორჯი იქნება მისთვის ჩვეულ გარემოში. საერთოდაც - ქეითი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სურს ვაჟიშვილის აღზრდა საკუთარი პრინციპებით და არამარტო ტახტის მემკვიდრის  აღზრდის აქამდე მიღებული წეს-ჩვეულებით”, - ასეთი იყო წინა ინფორმაცია.  

უკანასკნელი ცნობებით, კემბრიჯის ჰერცოგები მართლაც გაასაჯაროებენ დედის მიერ გადაღებულ შინაურ ფოტოებს. მაგრამ, როგორც ბუკინგემის სასახლის ”Twitter”-ბლოგი  გვამცნობს, შინაურ  კადრებთან ერთად, სადაც აღბეჭდილნი იქნებიან ბავშვიცა და მისი დედ-მამაც, გამოქვეყნდება პროფესიონალი ფოტოგრაფების გადაღებული სურათებიც.

სურათების მრავალფეროვნების ზრდას ვარაუდობენ უახლოეს მომავალში, როდესაც პატარა უფლისწული მშობლებთან ერთად გაემგზავრება თავის პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში - ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში.

დღეს  უკვე გამოჩნდა ინტერნეტში პრინცის ახალი ფოტო, რომელიც ქეითის მამის მიერ არის გადაღებული.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq