საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ქეით მიდლტონი საკუთარი პრინციპების ერთგული რჩება

კემბრიჯის ჰერცოგინიას არცთუ შემთხვევით მიიჩნევენ აწ გარდაცვლილი პრინცესა დაიანას მიმდევრად,  მონარქიულ ოჯახში დამკვიდრებულ ტრადიციებთან დაპირისპირებულობის კუთხით.

დავიწყოთ იმით, რომ ქეითმაც, ისევე, როგორც დაიანამ, გადაწყვიტა მშობიარობა არა სასახლის კედლებში, არამედ - სამშობიაროში. ამასთანავე - ნამშობიარევი დედა და მისი პირმშო პირველებმა მოინახულეს მიდლტონების ოჯახის წევრებმა და არა დიდედა-დედოფალმა.

კიდევაც მეტი - სამშობიაროდან ქეითი ბავშვთან ერთად გამოვიდა არა კენსინგტონის სასახლეში, არამედ - ქალის მშობლების ადგილ-მამულში. სწორედ აქ იმყოფებიან უილიამი და ქეითი ამჟამად. ეს ყველაფერი გარკვეულად არღვევს სასახლეში დამკვიდრებულ ტრადიციას, თუმცა ქეითი თავის პრინციპებს არ თმობს.

ქეით  მიდლტონის სულ ბოლო განცხადება კი გახლავთ იმის თაობაზე, რომ  ბავშვის პირველ სურათებს, რომლებიც გამოქვეყნდება მომავალ კვირას,  გადაიღებს არა პროფესიონალი ფოტოგრაფი, არამედ - თვითონ!

თავის დროზე ქეითი გატაცებული იყო ფოტოგრაფიით და იღებდა სურათებს მშობლების საიტისათვის. ასე რომ,  ის კარგად არის დაუფლებული  ფოტოგადაღების ტექნიკას. ამავე დროს, ჰერცოგინიას განმარტებით, ასეთი ფოტოები გამოვა უფრო ბუნებრივი, რადგან პატარა ჯორჯი იქნება მისთვის ჩვეულ გარემოში. საერთოდაც - ქეითი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სურს ვაჟიშვილის აღზრდა საკუთარი პრინციპებით და არამარტო ტახტის მემკვიდრის  აღზრდის აქამდე მიღებული წეს-ჩვეულებით .

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq