საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სამეფო რომანი
georoyal.ge
პრინცი უილიამი ჩაირიცხა სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში, სადაც თავიდან ეუფლებოდა ხელოვნების ისტორიას, მაგრამ შემდეგ გადავიდა გეოგრაფიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი შოტლანდიაში მდებარეობს და პოპულარობით სარგებლობს კერძო სკოლების გამოშვების მოსწავლეებს შორის.

უილიამს მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი ეცხოვრა ჩვეულებრივი ცხოვრებით და არ დაეკარგა დრო კერძო სკოლების მოსწავლეებთან დროის ტარებაში.

2002 წელს პრინცმა დაიქირავა სახლი სამ სხვა სტუდენტ მეგობართან ერთად, რომელთა შორისაც იყო ქეით მიდლტონი. როდესაც ქეითმა მიიღო მონაწილეობა მოდების საქველმოქმედო ჩვენებაში, პრინცმა შეიძინა მთელი პორველი რიგის ბილეთები.

პრინცი უილიამი იყო საპატიო სტუმარი ქეითის 21-ე დაბადების დღეზე. საკუთარ 21 წლის აღსანიშნავ ინტერვიუში პრინცმა გაამხილა: ”მე ჯერ არ მყავს მუდმივი მეგობარი გოგონა. თუ მე გოგონა ძალიან მომწონს და მეც მოვწონვარ მას, რაც იშვიათად ხდება, მე მას პაემანს ვუნიშნავ”.

პრინცმა უილიამმა უნივერსიტეტი დაამთავრა მეორე კლასის დიპლომით გეოგრაფიაში. ის ბრიტანეთის ტახტის მეორე მემკვიდრეა უნივერსიტეტის დიპლომით. პირველი იყო მამამისი, პრინცი ჩარლზი, რომელმაც დაამთავრა კემბრიჯი მეორე კლასის დიპლომით. ქეითმა და უილიამმა დიპლომი ერთსა და იმავე წელს მიიღეს. უხმო შეთანხმებით, ჟურნალისტებს დანებებული ჰქონდათ უილიამისთვის თავი სწავლის პერიოდში, მაგრამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჟურნმალისტების ინტერესი ერთბაშად გაიზარდა და ფოტო, სადაც ის კოცნის ქეითს შვეიცარიის სათხილამურო კურორტ კლოსტერში, მოხვდა ბევრი გაზეთის პირველ გვერდზე.

სენდჰერსტის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ 2006 წლის დეკემბერში პრინცმა უილიამმა მიიღო ოფიცრის დანიშნულება დიდი ბრიტანეთის არმიაში.გამოშვების ცერემონიაზე მიწვეული იყო ქეითიც. ქეითი პირველად იყო საზოგადოებრივ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ დედოფალი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები.

მაგრამ, სულ რამდენიმე თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაშორდა ერთმანეთს. გარკვეულწილად, მიზეზი იყო უილიამის გადასვლა დორსეტის ყაზარმაში, მაშინ, როდესაც ქეითი ლონდონში რჩებოდა.

იმ დროისათვის, როდესაც პრინცმა უილიამმა მიიღო სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების პილოტის ნიშანი 2008 წლის ცერემონიაზე, გაირკვა, რომ უილიამი და ქეითი ისევ ერთად ყოფილან. ქეითი კვლავ ოფიციალური სტუმრის როლში იყო, ხოლო წყვილი გამოიჭირეს ხელიხელჩაკიდებული, ერთად სეირნობის დროს.

2010 წლის 16 ნოემბერს სასახლეში ითქვა, რომ პრინცი ქორწინდება ქეით მიდლტონზე - პრინცმა მას ხელი სთხოვა. ქეითისა და უილიამის რომანი გრძელდებოდა 5 წელი. პრინცმა მას მიართვა დედამისის ბრილიანტისა და საფირონოთ მოოჭვილი ბეჭედი. უილიამის მომავალმა მეუღლემ განაცხადა, რომ სამეფო ოჯახში მოხვედრის პერსპექტივა მას აშინებს, მაგრამ ეცდება, რომ აითვისოს ეს მოვალეობა.

პრინცი უილიამი და ქეითი დაქორწინდნენ 2011 წლის 29 აპრილს ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში. ცერემონიაზე 1900 სტუმარი იყო მოწვეული, ტრანსლაცია გადაიცემოდა მთელ დიდ ბრიტანეთში და ტელეარხებით 24, 5 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. ახალდაქორწნებულებმა მიიღესკემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულები. ქორწილის თარიღი გამოცხადდა დასვენების დღედ. სააბატოდან ბუკინგემის სასახლემდე გამწკრივდა მილიონამდე კაცი.

2012 წლის 3 დეკემბერს გამოირკვა, რომ ჰერცოგინია ელოდება პირმშოს. ეს დადგინდა მას შემდეგ, რაც ქეითი საავადმყოფოში მოხვდა ტოქსიკოზით. უილიამის და ქეითის შვილი მესამეა ტახტის მემკვიდრეთა რიგში.

2013 წლის 22 ივლისს 16.24-ზე ადგილობრივი დროით ლონდონის წმიდა მარიამის საავადმყოფოში ქვეყანას მოევლინა ტახტის მემკვიდრე - ჯორჯი. ბავშვის წონა იყო 3,8 კილოგარმი. მთელი დიდი ბრიტანეთი ზეიმობდა მემკვსიდრის დაბადებას!

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე და მოწაფენი მისნი (+304) - ხსენება 17 მაისს
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო - ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს.
17 მაისი - ხსენება წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელისა (+დაახლ. 290)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე.
gaq