 | პირველი სურათი | პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინება ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად ჩათვალეს ბრიტანელებმა... პირველი იმიტომ, რომ ქეით მიდლტონი არისტოკრატი არ არის... დავიწყოთ თავიდან. ადრე დიდი ბრიტანეთის მეფეებს მხოლოდ მეფური ან მთავრული წარმომავლობის მეუღლეები შეიძლება ჰყოლოდათ. ტრადიცია დაირღვა პრინც ჩარლზის ქორწინების დროს, მას არისტოკრატი, მაგრამ არამეფური წარმომავლობის მეუღლე შერთეს - პრინცესა დაიანა. ქეით მიდლტონი თანამედროვე "კონკიაა", როგორც არა ერთი პრინცესა დღევანდელ ევროპაში. მისი დიდი პაპა მეშახტე იყო, მუშა... მართალია, მისმა მშობლებმა გარკვეული ქონება დააგროვეს, მაგრამ მაინც უბრალო, ჩვეულებრივ ბრიტანელებად ითვლებოდნენ. ევროპის მონარქისტული ქვეყნები სულ უფრო სახალხო ხდება... უილიამისა და ქეითის ქორწინება, ამ მხრივ, ძალიან მოეწონათ ბრიტანელებს. მათი ქორწილი გრანდიოზული სანახაობა იყო,მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ მნახველები... ამ ქორწილით ბრიტანეთმა დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარი მოიგო... მოგება ნახეს საავიაციო კომპანიებმა, ტაქსის მძღოლებმა, სასტუმროების, კაფეების მეპატრონეებმა, დამლაგებლებმა, გამომცემლებმა... ტურისტებმა დიდი ფული დატოვეს ბრიტანეთში იმ დღეებში... ფინანსისტებს და ეკომნომისტებს წინასწარ ჰქონდათ გათვლილი, დაახლოებით რამდენ მოგებას მოიტანდა მემკვიდრის გაჩენა. აქ იგულისხმებოდა საზოგადოების ინტერესი ქეით მიდლტონის ფეხმძიმობის, მშბობიარობის, მემკვიდრის ჩვილობის პერიოდში... გარდა ამისა, ბუკმეიკერები სანაძლეოს დებდნენ, გოგო გაჩნდებოდა თუ ბიჭი, რამდენი იქნებოდა წონაში, სიმაღლე, როდის დაიბადებოდა, რომელ საატზე და ა. შ. კომპეტენტური ადამიანების თქმით, უფლისწულის დაბადება, მილიარდობით დოლარის მოგებას მოუტანს ბრიტანეთს. მარტო პირველ დღეებში 260 მილიონ ფუნტ სტერლინგს ელოდებიან ბრიტანელები... საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად მობილიზებული არიან ჟურნალისტები, გამომცემლები... იბეჭდება სურათები, ინფორმაციები, იყიდება სათამაშოები, მაისურები ქეითისა და უილიამის გამოსახულებით... ახლა კი უფრო მეტს ელიან... მალე გამოჩნდება პატარა უფლისწულის სურათები, ეს სურათები გადავა პლაკატებზე, მაისურებზე, ჟურნალების გარეკანებზე, გადაიღებენ დოკუმენტურ ფილმებს... ხალხი ლონდონში ჩავა მთელი ქვეყნიდან და რაც მტავარია უცხოეთიდან... ტრადიციის თანახმად პატარა უფლისწულს გამოიყვანენს სასახლის აივანზე და აჩვენებენ ხალხს... იქ კი ათეულობით ათასი ადამიანი იქნება შეკრებილი, მთელი მსოფლიოდან...
ტრადიციულად უფლისწულებს ზრდიდნენ გადიები, ახლა ქეითი და უილიამი უარს ამბობენ გადიას აყვანაზე. მათ თავად უნდატ აღზარდონ ბავშვი. მათ დაეხმარებათ ქეითის ბებია... აწი პრინცები უბრალო წარმოშობის ბებიებთანაც აღიზრდებიან.... უფლისწული უილიამი აცხადებს, რომ ისწავლის პამპერსების გამოცვლას... დიდი ბიტანეთი და მთელი მსოფლიო ელის პატარა უფლისწულის სურათებს...
|