საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ბელგიას ახალი მეფე ჰყავს - ფილიპე
ნონა მამალაძე
მამა შვილი - ყოფილი და ახალი მეფეები

2013 წლის 21 ივლისს ტახტიდან გადადგა ბელგიის მეფე ალბერტ მეორე და სამეფო გვირგვინი დაუთმო თავის შვილს - ფილიპეს. 

მეფე ფილიპემ ბალგიის პარლამენტში დადო ერთულების ფიცი. საზეიმო სიტყვაში, რომელიც ბელგიის ფედერალური სამეფოს შემადგენელი ენობრივი ნაწილების - ნიდერლანდურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე წარმოთქვა, ახალმა მეფემ განაცხადა, რომ დაიცავს კონსტიტუციას, კანონებს, ბელგიელ ხალხს და უზრუნველყოფს ბელგიის უსაფრთხოებას და ერთიანობას.

ნიდერლანდის მსგავსად ბელგიაშიც არსებობს პრეცედენტი შვილისთვის ტახტის დათმობისა. 1951 წლის 16 ივლისს ტახტიდან გადადგა ლეოპოლდ III თავისი შვილის სასარგებლოდ, რომელიც ტახტზე ავიდა ბოდუენ I-ის სახელით.

ახალი მეფე 53 წლისაა. მან ოჯახი გვიან, 40 წლის ასაკში შექმნა, ბევრი მას ბერბიჭად გადაგებას უწინასწარმეტყველებდა. საბედნიეროდ, პროგნოზები არ გამართლდა და დღეს მას მშვენიერი, მოსიყვარულე ოჯახი ჰყავს.

მეფე ფილიპეს მეუღლე, დედოფალი  მატილდა დიდგვაროვანი ოჯახიდანაა, მაგრამ არა მეფური ან მთავრული წარმოშობის. პრინცესას ტიტული მას ქორწინების შემდეგ მიანიჭეს, ისიც თითქმის თანამედროვე კონკიაა. ადრე ბელგიელ მონარქებს მხოლოდ უცხოელი პრინცესები მოჰყავდათ ცოლად.

მეფე-დედოფალს ჰყავთ ოთხი შვილი. ისინი არიან: პრინცესა ელისაბედ ტერეზა მარია ელენა, პრინცი გაბრიელ ბოდუენ კარლ მარია, პრინცი ემანუელ ლეოპოლდ გიომ ფრანსუა მარია და ნაბოლარა − პრინ

მეფე-დედოფალი
ცესა ელეონორა ფაბიოლა ვიქტორია ანა მარია.

მეფე გადადგა - გაუმარჯოს მეფეს - ახლა ამგვარია ევროპაში გამოთქმა.

მამული, ენა, სარწმუნოება

23 მაისი - ხსენება ღირსი ისიდორა სალოსისა (IV)
ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
23 მაისი - ხსენება ნეტარი ტაისიასი (V)
ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვს, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული.
gaq