საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ბელგიის მეფე ხალხს გამოემშვიდობა
News.ge

შაბათს, 20 ივლისს ბელგიის მეფე ალბერტ II-ემ  გამოსამშვიდობებლი სიტყვით მიმართა მოსახლეობას. ბელგიის მონარქის გადადგომის ოფიციალური თარიღი იქნება 21 ივლისი - მეფის ფიცის დადების დღე, რომელიც ეროვნული დღესასწაულია ქვეყანაში.

მეფემ მადლობა გადაუხადა ქვეშევრდომებს 20 წლიანი მხარდაჭერისთვის. მონარქმა, ასევე, "პოლიტიკური ანდერძი" გაახმოვანა, სადაც გამოთქვა ქვეყნის მომავალი განვითარების მიზნები და სურვილები.

კერძოდ, ალბერტ II-ემ მოუწოდა ბელგიის, როგორც ფედერალური სახელმწიფოს, ერთიანობის შენარჩუნებისკენ, ევროპულ მშენებლობაში მონაწილეობისკენ, საერთოევროპული ღირებულებების განვითარებისკენ. ამასთან, მონარქმა სურვლი გამოთქვა, ყურადღება მიექცეს განვითარებად ქვეყნებს.

ბოლოს კი, მონარქმა სთხოვა ქვეშევრდომებს უერთგულონ მომავალ მეფეს ფილიპსა და დედოფალ მატილდას, იტყობინება Reuters.

შეგახსენებთ, ივნისის დასაწყისში ალბერტ II განაცხადა, რომ უარს ამბობს სამეფო ტახტზე საკუთარი შვილის, 53 წლის პრინც ფილიპის სასარგებლოდ.

მონარქმა მიზეზად ასაკი დაასახელა. ეს იქნება პირველი პრეცენდენტი ბელგიის ისტორიაში, როცა მეფე თავისი ნებით დატოვებს სამეფო ტახტს.

მამული, ენა, სარწმუნოება

23 მაისი - ხსენება ღირსი ისიდორა სალოსისა (IV)
ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
23 მაისი - ხსენება ნეტარი ტაისიასი (V)
ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვს, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული.
gaq