საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ქეით მიდლტონის კიდევ ერთი ორეული
georoyal.ge

გოგონას, რომელიც ძალიან ჰგავდა კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითს, სთხოვეს დაეტოვებინა ვინძორის ციხე-სიმაგრის ტერიტორია ბერკშირში.

როგორც „The Sun“-ი იუწყება,  ასეთი თხოვნით 25 წლის გაბრიელა  დუგლასს მიმართა პოლიციამ.  სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაწყვიტეს გვერდზე გაეყვანათ  პრინცი უილიამის მეუღლის ორეული, რათა  მას ტურისტები  არ შეეყვანა შეცდომაში.

გაზეთის ინფორმაციით, ციხე-სიმაგრის  დამთვალიერებლები  ინტენსიურად უღებდნენ დუგლასს ფოტოს - ის ქეით მიდლტონი ეგონათ  და ბევრი მათგანი შეაცბუნა   პოლიციის ზემოაღნიშნულმა ქმედებამ, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ  პოლიციამ ვერ იცნო ჰერცოგინია. 

გაბრიელა დუგლასის გარჩევა კი მართლაც ძნელი იყო მიდლტონისაგან,  რადგან  მას ფეხმძიმე მიდლტონივით ჰქონდა ხელოვნურად გამობერილი  მოცელი და ეცვა მასავით კოპლებიანი კაბა; ამას გარდა, გოგონა გარეგნობით რამდენადმე წააგავს კიდეც ჰერცოგინიას.

არადა, დუგლასი მოსული იყო, რათა მიეღო მონაწილეობა საქველმოქმედო-განმანათლებლურ პროექტში ბავშვებისათვის.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq