საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დანიის დედოფალი 80 წლის გახდა
georoyal.ge
დანიის დედოფალი დაიბადა 1940 წლის 16 აპრილს. იგი გახლავთ დანიის ყოფილი მეფის ფრედერიკ IX -სა და დედოფალ ინგრიდის ქალიშვილი. დედამისი შვედეთის პრინცესა იყო.

დღევანდელი მონარქი ტახტზე ავიდა 1972 წლის 14 იანვარს. დანიის მონარქთა დინასტიის გვარია შლეზვინგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი. დედოფლის მეუღლეა დანიის იყო პრინცი ჰენრიკი. ეს ტიტული ფრანგი გრაფების შთამომავალს ანრი მარი ჟანა ანდრე დე ლაბორდ დე მონპეზას მიენიჭა 1967 წელს, მომავალ დედოფალზე ქორწინების შემდგომ. სამეფო წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - ფრედერიკი და იოაჰიმი. ორიოდე წლის წინ დედოლის მეუღლე გარდაიცვალა.

მარგარეტ II 1972 წლიდან ხალხის სამსახურშია - ასრულებს დანიის სახელმწიფო მეთაურის მოვალეობას. დედოფალი გატაცებულია ხატვით, გრავიურით, წიგნების დიზაინით. მეუღლესთან ერთად თარგმნიდა წიგნებს.


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq