საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პატრიარქი კირილი: „ამჟამინდელი მომენტისთვის ჩვენს ზნეობრივ მდგომარეობას მონარქია არ შეეფერება“

2007 წელს, როდესაც ის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი იყო, დღევანდელი რუსეთის პატრიარქი კირილი ამბობდა: „მე ძალიანაც ვისურვებდი  ჩვენი საზოგადოების ზნეობრივი მდგომარეობის აღდგენას,  რათა ერთხელაც იქნებ გაცხადებულიყო მართლმადიდებელი მონარქია“.

თუმცა,  მონარქია მისი  თვალთახედვით, ყოველთვის მოითხოვდა მმართველისაგან „უდიდეს ასკეტიზმს“. „რას ნიშნავს, არ გქონდეს  საკუთარი ნებით ქორწინების უფლება და იძულებული იყო პირად ცხოვრებაში გააკეთო სახელმწიფოებრივი არჩევანი - ეს ხომ საკუთარი ხმის ჩახშობაა გულში“ - აცხადებდა ის რადიოსადგურ „მაიაკთან“ ინტერვიუში.

„როდესაც სამეფო გვარეულობის პრინცები თანამედროვე დასავლეთის ქვეყნებში ქორწინდებიან მდივნებზე, ეს ნიშნავს მონარქისტული პრინციპის სრულ დეგრადაციას. უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთ მონარქიას საერთოდ არ ეარსება“,  - აღშფოთებას ვერ მალავდა დასავლეთში არსებული მდგომარეობითდა იხსენებდა:

„რატომ დაემხო 1917 წელს მონარქია რუსეთში? სწორედ იმიტომ, რომ ხალხის ზნეობრივი მდგომარეობა უკვე აღარ შეესატყვისებოდა სახელმწიფოებრივი მოწყობის მონარქისტულ პრინციპს“.  და როდესაც  მაშინდელი საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი იხილავდა  რუსეთის დღევანდელი საზოგადოებრიობის რელიგიურ-ზნეობრივი პრინციპების შესაბამისობას მართლმადიდებლურ მონარქისტულ პრინციპთან, დასძენდა: „დღეს რომ აღდგეს სასწაულებრივად მონარქია და,  ღმერთო დაგვიფარე, მეფემ დაუშვას რაიმე შეცდომა, მას ისევე ესვრიან პამიდორებსა და ლაყე კვერცხებს, როგორც რომელიმე უვარგის ქალაქის თავს. ამჟამად ხალხს არა აქვს პიეტიტი მონარქიისადმი, როგორც წმიდა ინსტიტუციისადმი და ამიტომ ამჟამინდელი მომენტისათვის ჩვენს ზნეობრივ მდგომარეობას მონარქია არ შეეფერება“.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq