საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლიტერატურა და ხელოვნება > ქართველ მეფეთა პოეზია

ფარნაოზ ბატონიშვილი

            იგონეთ დრონი ყოველთ წინარე 

 

იგონეთ დრონი ყოველთ წინარე,

გინა თვისნი ხართ, ანუ ვინარე,

ჟამყოვლ განცხრომით მოსალხინარე,

დღენი არ გესხნესთ მოსაწყინარე,

იშვებდით თავთა გამომჩინარე,

     აწცა გიხმსთ გლოვა მოუთმინარე,

     გარდმოუტევეთ თვალთა მდინარე.

 

შემკობით ერთად სმენად ხმისანი,

მგლოვარეთ ლექსთა აღმოთქმისანი,

იხილეთ მსგავსნი ედემისანი,

გარმოცვით ღრუბელთ სიბნელისანი,

ოდეს ჰკრთებოდა ელვა მზისანი,

შარავანდები ნათლად დღისანი,

ქვეყნად მომფენნი სხვა და სხვისანი,

თვალთ შეუდგამი, სხივ მომფინარე,

      ისმინეთ ჭირნი მოუთმინარე,

      გარდმოუტევეთ თვალთა მდინარე.

 

ესე ყოველნი წახდა ცვალებით,

მოუცავს ნისლსა მისა თვალებით,

შვიდნი ცთომილნი მსრბოლნი მალებით,

განხმა წალკოტი ვარდის კვალებით,

თვალთა მნახველთა შესაბრალებით,

მიგვეღო ყოვლი სწორი ძალებით,

შეგვექმნა ბედი, ვითა მძინარე,

     ისმინეთ ჭირნი მოუთმინარე,

     გარდმოუტევეთ თვალთა მდინარე.

 

სოფლის სიმუხთლემ ჟამთა ქცევითა,

მიგვცა ჭირებსა დღე დალევითა,

ბედკრულებითა, თავთა წყევითა,

უწყალოდ ლახვართ გულთა ხევითა,

მიუნდობელად პირად თნევითა,

არ არს ნუგეში, არცა მწე ვითა,

ნაცვალ მომგები უკუნ ზღვევითა,

მისთვის ვიქმენით მტერთ საცინარე,

      ისმინეთ ჭირნი მოუთმინარე,

      გარდმოუტევეთ თვალთა მდინარე.

 

ფიქრთა მომიცვეს ყოვლნი გრძნობანი,

აღარა ძალუძს ენას თხრობანი,

მისთვის შემეკრა თვალთა ცნობანი,

ამად იცვალა სხეულთ მკობანი,

ვაი, ვით გვექმნა ლახვარ სობანი,

ზარი განჰხდების ქვეყნად თხრობანი,

საუკუნომდე საბავთობანი,

აჰა, სიცოცხლე გავაწყინარე,

      ისმინეთ ჭირნი მოუთმინარე,

      გარდმოუტევეთ თვალთა მდინარე.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq