საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლიტერატურა და ხელოვნება > მეფეები ქართულ პოეზიაში

გიორგი ლეონიძე - "დიდ თამარს"
დიდ თამარს

შენ მოათენე პირის ნათელით,

 რაც ქართლს წყვდიადი დაებურუსა,

 შენ ერთს გიგონებს შენი სამშობლო

 დედას მშვენიერს, შუბლ-ასპიროზსა.

 

თამარის შუქზე კაცი პურს სჭამდა,

 გვიამბობს ხალხი – შენი მკობელი,

 შენ სამშობლოს გულს გადაეფინე,

 როგორც ყვავილი დაუჭკნობელი.

 

როგორც არ არის ორი მზე ცაში,

 ისე ერთი ხარ ქართლში თამარი,

 ისე ერთია რუსთველის გული,

 შენის ნათელით ნათამამარი.

 

შენ გაჰკარ ელვა მისი სულისა,

 დღეს რომ მსოფლიო გადაანათა,

 რაც გულს ენთება, რაც ეღმერთება,

 უფრო ბრწყინვალებს თანისთანადა.

 

ზღვიდან ზღვათამდი ზღვართა დამდებო,

 სამშობლოს მახვილს სხივად მოება, -

 შენი ღიმილი, შენი ლეჩაქის

 წმინდა ნაჩრდილის უმანკოება.

 

მკერდზე შეიტკბე დღესაც შვილები,

 სამშობლოსათვის მწარე ჭრილობით,

 რადგან არ გიყვარს, არც გყვარებია

 მონის სიცოცხლე შიშმორჩილობით.

 

არ ცვდება ხმალი საქართველოსი,

 ვით შენი შუქი არ გაცივდება,

 და შენი ლამაზ ხელით ნარწევ

ი,

 ბრწყინავს აკვანი -

 ქართლის დიდება!

 

1941 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი მატრონა (+დაახლ. 492)
ღირსი მატრონა, ვისი ხსენებაც არის 22 ნოემბერს, დაიბადა პამფილიის პერგეში (მცირე აზია) V საუკუნეში. იგი მდიდარ დომენტიანეს მიათხოვეს. როცა ასული - თეოდოტია შეეძინათ, მეუღლეები კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ. ოცდახუთი წლის მატრონას ძალიან უყვარდა ტაძარში სიარული, სადაც ხშირად მთელ დღეებს ატარებდა.
წმიდა მოწამენი: ონისიფორე და პორფირე (+284-305)
22ნოემბერს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: ონისიფორესი და პორფირესი. ისინი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს ეწამნენ. ჯალათებმა ქრისტესმოსავნი დაუნდობლად გვემეს, შემდეგ კი გაუხედნავ ცხენებზე გამოაბეს.
gaq