საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლიტერატურა და ხელოვნება > მეფეები ქართულ პოეზიაში

ვაჟა-ფშაველა - "დიდი თამარი"
დიდი თამარი

 

ქალო, ქართველთა სულის დგმავ,

 ქალო, ქართველთა დედაო!

 ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს,

 თამარს ცოცხალსა გხედაო.

 

 რუსთველის ქებას ჩვეულო,

 მეც ქებას გაგიბედაო.

 როს ვგრძნობ, იმისებრ ვერ ვმღერი,

 რად არ ვჩუმდები ნეტაო?!

 

 არ მოგეწონოს, იქნება,

 სთქვა: “რისთვის ითავხედაო,

 მონად აღზრდილმა მოლექსემ

 სალამი გამიბედაო?!”

 

 შენ თვალთ სხივებმა ამაგზნო,

 დამათრო, ამაყბედაო.

 საუნჯევ სათნოებისა,

 ჩემიც მიიღე ქებაო,

 

 ვინმე საწყალის ფშავლისა!

 ცრემლი აღარა მშრებაო.

 თამარის სალოცავშია

 მოსჩანს ფშავლების კრებაო,

 

 შენთვის მსხვერპლისა შეწირვით

 ქალ-ვაჟი ვერა ძღებაო,

 შენთვის დაკლულის ცხვარ-ძროხის

 დიდი ჩახტები დგებაო.

 

 გულში გვინთიხარ ლამპრადა,

 ნათობს და არა ჰქრებაო.

 შენს და შოთაის მარჯვენას

 ვემთხვიე ზედი-ზედაო.

 

 შენა ხარ ერის სიცოცხლე,

 თავი არ მომიკვდებაო!

 მოწყალედ გვექმენ ქართველთა,

 ჩვენო ლამაზო დედაო!

 

1915 წელი

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq